ყველამ იცის, რომ საკეისრო კვეთა უკიდურესი შემთხვევაა, როდესაც ქალს ბუნებრივად მშობიარობა არ შეუძლია. ოპერაცია ანესთეზიით ტარდება. ამიტომ, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მექსიკელმა ქალმა თავად, დამოუკიდებლად, შეძლო ამის გაკეთება. იმაზე ფიქრიც კი რთულია, რამხელა ტკივილის გადატანა მოიწევდა მას.
ინეს რამირესი 1960 წელს მექსიკის შტატ ოაჰაკაში დაიბადა. მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით - აქვს თუ არა განათლება, როგორ გაიზარდა ან როგორი ბავშვობა ჰქონდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქალი მექსიკელი ინდიელების ენაზე ლაპარაკობს.
ვიდრე საკეისრო კვეთას თავად ჩაიტარებდა, მანამდე ინესმა შვიდი შვილი გააჩინა, მერვე კი მშობიარობის დროს დაკარგა. უახლოესი სამედიცინო დახმარების პუნქტი მისი საცხოვრებელი ადგილიდან 80 კილომეტრითაა დაშორებული. წინა მშობიარობაში მას ქმარი ეხმარებოდა.
მეცხრე მშობიარობა მოულოდნელად დაეწყო. მისი ქმარი მეზობელ სოფელში იყო, ამიტომ ქალს დამოუკიდებლად მოუწევდა გამკლავება. ძლიერი ტკივილი დაეწყო, თუმცა ბავშვი დაბადებას არ ჩქარობდა. ბოლოს ინესი მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო, გონებას კარგავდა და შესაძლოა შვილთან ერთად დაღუპულიყო.
ქალმა გადაწყვიტა, დამოუკიდებლად ჩაეტარებინა საკეისრო კვეთა. არასდროს უნახავს, როგორ კეთდება ოპერაცია. ანესთეზიის ნაცვლად სამი ჭიქა ძლიერი ალკოჰოლური სასმელი ჰქონდა. შემდეგ 15-სანტიმეტრიანი სამზარეულოს დანა აიღო და დამოუკიდებლად დაიწყო გაკვეთა. 17 სანტიმეტრამდე ნეკნებამდე გაჭრა. მას ეს სამი მცდელობის შემდეგ გამოუვიდა. ბავშვი საკუთარი ხელით ამოიყვანა, ხოლო მას შემდეგ, რაც ჭიპლარი გადაჭრა, გონება დაკარგა და სისხლდენა დაეწყო.
გონს როცა მოვიდა, 6 წლის ვაჟი გააგზავნა ექიმთან, რომელიც ძირითადად ცხოველებს მკურნალობდა. მან ქალის მუცელი ჩვეულებრივი, საკერავი ძაფით შეკერა და პროფესიონალ ექიმს მიმართა.
ექიმები შოკირებულები იყვნენ, ფაქტის შემდეგ როგორ გადარჩა ან დედა ან შვილი. მათ 16 საათი დასჭირდათ, რომ ინესი მთლიანად დაეთვალიერებინათ და მის მიერ დაშვებული "შეცდომები" გამოესწორებინათ. აღმოჩნდა, რომ ინესმა ნაწლავები დაიზიანა. 10 დღის შემდეგ კი ქალი ბავშვთან ერთად სახლში გაწერეს.
მოგვიანებით ქალმა განაცხადა: "ტკივილის მოთმენა აღარ შემეძლო. გადავწყვიტე, ჩემს შვილთან ერთად მოვმკვდარიყავი, ხოლო თუ მას სიცოცხლე ეწერა, მინდოდა მეცადა და მენახა, როგორ გაიზრდებოდა. ვფიქრობ, ღმერთმა ორივეს გვაჩუქა სიცოცხლე."- თქვა რამირესმა.
ეს შემთხვევა უნიკალურად ითვლება. სამედიცინო სფეროში მსგავსი რამ არც მანამდე და არც მას შემდეგ სმენია ვინმეს. ფაქტი გავლენიანი სამედიცინო ჟურნალების პირველ გვერდზე აღმოჩნა.