11 წლის ქართველი გოგონა ლა სკალას აკადემიაში ჩაირიცხა - "სასწაული მოხდა და 13 საუკეთესო ბავშვს შორის აღმოჩნდა"
11 წლის ქართველი გოგონა ლა სკალას აკადემიაში ჩაირიცხა - "სასწაული მოხდა და 13 საუკეთესო ბავშვს შორის აღმოჩნდა"
მაკა ადუაშვილი და ელისაბედ ლაგურაშვილი რამდენიმე თვის წინ გაგაცანით. დედა-შვილი იტალიაში 2012 წლიდან ცხოვრობს, კრონავირუსის ფონზე დაწესებულ კარატინში კი დრო სიმღერით გაჰყავდათ. მათი ერთ-ერთი ვიდეო ინტერნეტჰიტადაც გადაიქცა და ბევრმა ადამიანმა მოიწონა.
ახლა 11 წლის ელისაბედი ლა სკალას აკადემიაში ჩაირიცხა, საკმაოდ ძლიერ კონკურენციას გაუძლო და 13 საუკეთესო ბავშვს შორის მოხვდა. როგორც დედა, მაკა ადუაშვილი გვიყვება, მისი შვილის ოცნება ოპერის მომღერლობაა, იქამდე კი რთული გზა აქვს გასავლელი:

mshoblebi

"პანდემიის გამო, არ ვიცოდით, წელს თუ იქნებოდა მიღება. სასწაული მოხდა და 13 საუკეთესო ბავშვს შორის
მოხვდა. ონლაინ ამეცადინებდა მასწავლებელი, გიორგი ლომისელი. უნიჭიერესი პედაგოგია და ერთობლივმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ალბათ დამეთანხმებით, რომ სწორად შერჩეულ პედაგოგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის სრულიად უანგაროდ ეხმარებოდა და ეხმარება ჩემს შვილს და არა მარტო ჩემს შვილს. ერთი თვის წინ ჩამოვიდა მილანში, იქამდე კი, როგორც გითხარით, ონლაინ ამეცადინებდა. ძალიან დიდი კონკურსი იყო. მხოლოდ 13 ბავშვი უნდა აეყვანათ. სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდით ამ შედეგს, რადგან, ბევრი კარგი ბავშვი მონაწილეობდა. ოქტომბერში გვეგონა გამოცდა და ბევრი დრო არც ჰქონდა მოსამზადებლად. ელექტრონულ ფოსტაზე დადებითი პასუხი რომ მოვიდა, დამირეკა და სიხარულს ვერ მალავდა. ლას კალას აკადემიაში 2 წელი უნდა ისწავლოს. სამომავლოდ რას გადაწყვეტს, დრო გვიჩვენებს. ახლა ძალიან გახარებულები ვართ", -
ამბობს დედა.

მაკა ადუაშვილი იმასაც გვიყვება, რომ იტალიაში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესებულია, თუმცა შეზღუდვების ნაწილი კვლავ ძალაში რჩება და უწინდელ ცხოვრებას სრულფასოვნად ჯერ ვერ დაუბრუნდნენ.

თამარ იაკობაშვილი

6614
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნატო
0
წარმატებები .. მოიარე ვარ თქვენი სიხარულის
09:59 / 01-10-2020
მსგავსი სიახლეები