ცნობილ მოდელს, 34 წლის კრის ტეიგენს მუცელი მოეშალა. ამის შესახებ ვარსკვლავმა ინსტაგრამის გვერდზე დაწერა და ფოტოებიც გამოაქვეყნა.
"გადაღლილები ვართ და ისეთ ტკივილს განვიცდით, რომელზეც თქვენ მხოლოდ გსმენიათ და არ განგიცდიათ. ვერ შევძელით სისხლდენის შეჩერება, რომ ბავშვისთვის საჭირო რაოდენობის სისხლი მიგვეცა, გაუთავებელი გადასხმების მიუხედავად", - თქვა მან.
რამდენიმე დღის წინ მოდელი ძლიერი სისხლდენით საავადმყოფოში მოათავსეს. ვარსკვლავს წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, მაგრამ ის აღნიშნავდა, რომ თავს კარგად გრძნობდა და შესანიშნავ ხასიათზეც იყო.
ტეიგენმა ისიც აღნიშნა, რომ მას და მის მეუღლეს, ცნობილ მომღერალ ჯონ ლეჯენდს მომავალი ვაჟისთვის სახელი უკვე მოფიქრებული ჰქონდათ და მას ჯეკს არქმევდნენ.
"ჯეკ, ძალიან ვწუხვართ, რომ შენი ცხოვრების პირველ წუთებში ვერ შევძელით და საჭირო რაოდენობის სისხლი ვერ მოგეცით. ყოველთვის გვეყვარები", - დაწერა მან პოსტში.
კრისმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა. ქალმა აღნიშნა, რომ ის აფასებს თითოეულ თაყვანისმცემელს.
"მადლიერები ვართ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ორი შესანიშნავი ბავშვია - ლუნა და მაილსი. მაგრამ, შეუძლებელია ყოველი დღე ნათელი ფერებით იყოს სავსე. ამ ძალიან რთულ მომენტში ჩვენ ვიტირებთ და ვიგლოვებთ, მაგრამ ერთად ვიქნებით, გვეყვარება ერთმანეთი და აუცილებლად გადავლახავთ", - დაწერა ტეიგენმა.
კრის ტეიგენი 41 წლის მეუღლესთან ჯონ ლეჯენდთან ერთად ორ შვილს ზრდის. ოთხი წლის ქალიშვილს - ლუნას და ორი წლის ვაჟს - მაილსს. ორივე შვილი ინვიტრო განაყოფიერებით ჰყავთ გაჩენილი.