ხელოვნების დადებითი გავლენა ბავშვის განვითარებაზე და ხატვის მარტივად სწავლის გზები
 ხელოვნების დადებითი გავლენა ბავშვის განვითარებაზე და ხატვის მარტივად სწავლის გზები
პანდემიის პირობებში, როგორც სხვა ქვეყნების, ისე საქართველოს მოსახლეობაც ცხოვრების ახალ წესზე გადაეწყო. დაიხურა უნივერსიტეტები, სკოლები და საბავშო ბაღები. სახლში ჩაკეტვა კი ყველაზე რთული პატარა ასაკის ბავშვებისთვის აღმოჩნდა, რადგან მათ თითქმის სრულად დაკარგეს კომუნიკაცია მეგობრებთან, სახლში დროსა და ენერგია ვეღარ ხარჯავენ და შედეგად ისინი მეტად გაღიზიანებულებიც არიან. სწორედ ამიტომ მშობლები მუდმივად ცდილობენ, პატარებისთვის სხვადასხვა აქტივობა მოიფიქრონ, რომელიც მათ დაეხმარება გონების გავარჯიშებაში, კრეატივის გამომუშავებაში, ფანტაზიის განვითარებასა და უბრალოდ, დროის სასიამოვნოდ და მხიარულად გატარებაში.
ამ მხრივ, ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება არის ხატვა, რომელიც პატარებს
ეხმარება თავიანთი ხელით შექმნან და აღმოაჩინონ ბედნიერება, სიხარული. ხატვა ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას, ამ დროს ვითარდება ხელისა და თვალის კოორდინაცია. აგრეთვე, პატარებს მოტივაციისა და თავდაჯერებულების ამაღლებაში ეხმარება, რადგან მათ მიერ დახატული, ან გადახატული ნახატი ყოველთვის მისცემს იმის ფიქრის შესაძლებლობას, რომ „მე ეს შევძელი“. ეს თავდაჯერებულობა კი არა მხოლოდ პატარაობაში, არამედ ზრდასრულ ასაკშიც გაყვებათ. ჩვენ კი კარგად ვიცით, რომ საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნებული ადამიანი აუცილებლად შეძლებს წარმატების მიღწევას.
ხშირ შემთხვევაში ბავშვები ხატავენ მათთვის ძალიან ნაცნობ და საყვარელ გამოსახულებებს: დედას, მამას, სახლს, ხეს, ანუ იმ გარემოს, სადაც ისინი იზრდებიან. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მათი თვალსაწიერი ფართო იყოს. მრავალი კვლევით დასტურდება, რომ ოჯახში შინაური ცხოველის არსებობა
ბავშვზე დადებითად ისახება. ბავშვები ხდებიან მზრუნველები, სწავლობენ მათი შინაური ცხოველისთვის საჭმლის განაწილებას, სითბოს, სიყვარულის გამოხატვას და ეს ყველაფერი ბავშვის ფსიქიკაზე დადებითად ისახება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ცხოველებიც ხშირად ხატონ.
დღეს, როცა სამხატვრო სკოლებისა და წრეების დიდი ნაწილიც დაკეტილია, პატარებს ხატვის სწავლაც დამოუკიდებლად უწევთ. ამ დროს ხშრად Youtube–ის გაკვეთილებს იყენებენ, რაც ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ ეკრანდამოკიდებულების ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. ამ დროს კი საუკეთესო გამოსავალია სპეციალური ალბომები „როგორ ვისწავლოთ ხატვა“. ასეთ ალბომებს პატარებს სტამბა „პრინტარეა“ სთავაზობს. რამდენიმე ვარიანტიდან ბავშვების რჩეულია „როგორ ვისწავლოთ ცხოველების ხატვა მარტივად“. ესაა მარტივი საშუალება, რომ ბავშვებმა დამოუკიდებლად, მარტივი საფეხურების გავლით ისწავლონ ხატვა. ალბომები ფართოდ ხელმისაწვდომია და მისი შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსში“, მაღაზიათა ქსელ „მაგნიტში“, ფოსტის ჯიხურებში, ელვა მარკეტსა და პრესის ჯიხურებში.
mshoblebi
ცხოველების ხატვა ბავშვებს დაეხმარებათ ცხოველების მიმართ სიყვარულის და ზრუნვის ჩამოყალიბებაში და რა თქმა უნდა, ხატვის უნარ-ჩვევების განვითარებაში. რაც უფრო მარტივი იქნება ეს პროცესი, მით მეტად დაინტერესდებიან ბავშვები. ცხოველების დახატვის შემდეგ კი უთხარით ბავშვებს, რომ მათ შესაბამისი გარემო დაუხატონ, მაგალითად, გარეული ცხოველები დახატონ ჯუნგლებში, შინაური კი – სოფლის ეზოებსა და მინდვრებში.

როგორც ალბერტ აინშტაინმა თქვა : „ინტელექტის ნამდვილი ნიშანი ცოდნა კი არა, წარმოსახვაა.“ დაეხმარეთ თქვენს პატარებს განივითარონ წარმოსახვა ხატვის საშუალებით.
და კიდევ, ხელოვნება აღძრავს ემოციებს და მათი გამოხატვის საშუალებას იძლევა, ამით კი ბავშვები საკუთარი განცდების გამოხატვას სწავლობენ. შესაბამისად, თქვენი ბავშვის ნახატებით შეძლებთ, გაიგოთ რაზე ფიქრობენ და ღელავენ ისინი, რა უხარიათ და რაზე ოცნებობენ. ხოლო უფრო დეტალურად თუ ჩაუღრმავდებით, მათი ემოციური სირთულეების შესახებაც შეიტყობთ და მარტივად დახმარებასაც შეძლებთ.





2005
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები