37 წლის იულიას შვილი ცოლიანი საყვარლისგან ეყოლა. კაცი მის ცოლად მოყვანას არ აპირებდა, იულიას კი შვილი აღარ უნდოდა და "პრობლემის გადასაჭრელად" საშინელი გზა აირჩია. საქმის დეტალებს ახლა გამოძიება განიხილავს.
ცოტა ხნის წინ რუსეთში, კარპინსკში მომხდარი ამბის შესახებ გახდა ცნობილი. ამბავი საშინელებათა ფილმს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურს.
37 წლის იულიამ ბავშვი, ექიმების ჩარევის გარეშე, სახლში გააჩინა. გოგონა მისი მესამე შვილი გახდა. ქალს უკვე ჰყავს 13 წლის ვაჟი და 3 წლის გოგონა.
იულიას შვილი არა ქმრისგან, არამედ საყვარლისგან ეყოლა. მას მისი გაზრდა არ სურდა. ყველა ნაცნობს, რომლებმაც მისი ორსულობის შესახებ იცოდნენ, უთხრა, რომ ბავშვი მშობიარობისას გარდაიცვალა.
ქალმა ახალშობილი გოგონა ჩანთაში ჩასვა და კარადაში დამალა იმ იმედით, რომ "პრობლემა" როგორმე მოგვარდებოდა.
საშინელი ამბავი მედიაშიც გავრცელდა. ექვსი თვის შემდეგ, იულიას მეგობრები მისი ვაჟის დაბადების დღის აღსანიშნავად მასთან იყვნენ სტუმრად და კარადაში დამალული ბავშვი შემთხვევით აღმოაჩინეს.
"მან მეგობრებთან ერთად დალია. ვკითხეთ, თუ რატომ ჩაკეტა უკანა ოთახი. თქვა, რომ ოთახს სათავსოდ იყენებდა. ხოლო ერთ-ერთ გოგონას შორიდან ბავშვის ტირილის ხმა შემოესმა, რაზეც იულიამ აღნიშნა, რომ ისევ თოჯინის ხმა იყო", - ამბობდა თვითმხილველი
ერთ-ერთი სტუმარი "საიდუმლო" ოთახში მოსაწევად გავიდა და ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა. შემდეგ კი კარადაში დამალული გოგონა იპოვნა.
"ვინც იულიას იცნობს, უმრავლესობა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მას ამის გაკეთება შეეძლო. მისმა უფროსმა ვაჟმა ჩვილის არსებობის შესახებ იცოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, დედა დაემუქრა და არაფერი თქვა. ბიჭი ხანდახან აჭმევდა კიდეც ახალშობილს." - თქვა იულიას ნაცნობმა.
"ქალს არ შეუძლია ზუსტად განმარტოს, თუ რატომ მოიქცა ასე საშინლად. ამჟამად პოლიცია საქმეს სხვადასხვა ვერსიით ამუშავებს, მათ შორის, მშობიარობის შემდეგი დეპრესიის, შოკის, რადგან, მარტო აღმოჩნდა სამ შვილთან ერთად და ა.შ. პოლიციის თანამშრომლებმა ბავშვი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხოლო გამოძიების დასრულებამდე დანარჩენი ბავშვები ბავშვთა სახლში დარჩებიან", - აცხადებენ საგამოძიებო უწყებებში.
ახალშობილს კლინიკაში ცილის აუტანლობის დიაგნოზი დაუსვეს.
ქალის მიმართ საქმე 117-ე მუხლით აღიძრა, რაც არასრულწლოვანის წამებას გულისხმობს.