"სტაბილურად ვგრძნობ თავს, ოჯახის პირობებში მიწევს მკურნალობა ჯერჯერობით. სიმპტომებიდან გამომდინარე, რამე გართულებები არ მაქვს და ამიტომ სახლში დამტოვეს ჯერჯერობით.
თითქოს ვიღაცამ კარები გახსნა და ვირუსი ერთიანად გადმოგვაფრქვია. ყველა ერთნაირი სიმოპტომით როგორ შეიძლება ვიყოთ?! მე რომ არ მეთქვა ბავშვებისთვის სიცხე გაისინჯეთ-თქო, არ ისინჯავდნენ, არაფერი არ გვაწუხებს მასწავლებელოო. უმეტესობა იწერება რომ ძალიან კარგადაა, მაგრამ ვამჩნევ, რომ ეს ვისრუსი თანდათან, 4-5 დღეში უფრო იკრებს ძალებს. ნამდვილად ავად ვართ, ეს არ არის ტყუილი",- აცხადებს თამარ ბუაძე (წაიკითხეთ სრულად).
ცნობისთვის საქართველოში კორონავირუსით საერთო ჯამში, 11 794 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 6 327 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 85 გარდაიცვალა.