2019 წლის სექტემბერში დემი მურმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოუშვა, სახელწოდებით Inside Out, სადაც პირველად ისაუბრა საკუთარ რთულ პირად ცხოვრებაზე. ერთ-ერთ თავში ის ეშტონ კაჩერთან წარუმატებელ ქორწინებაზე საუბრობს.
"ეშტონი სულ უფრო მშორდებოდა. ის, როგორც უწინ, დაკავებული იყო სამსახურით, საინფორმაციო ტექნოლოგიებში მასშტაბური ინვესტიციებით და ფეხბურთის ლიგით. მან ნათლად განმარტა, რომ ის, რაც ჩამოვთვალე, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და ამაში არ ვადანაშაულებდი. მაგრამ, იმას კი ნამდვილად ვნანობ, რომ საკუთარი თავი არ დავაფასე.
სამაგიეროდ, დავიწყე ისეთ ქალად გარდასახვა, როგორიც მას მოსწონდა. ის პირველ ადგილზე დავაყენე. ჩვენი ქორწინების გადარჩენა მინდოდა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. ამიტომ, არ მითქვამს უარი მაშინაც კი, როდესაც მან სამში მოინდომა სექსი.
მინდოდა, მეჩვენებინა, რომ მეც შემიძლია გართობა. ჩვენს ურთიერთობაში მესამე ადამიანის გამოჩენამ არასწორი წარმოდგენა შექმა და მხოლოდ დროებითი განგაშის სიგნალი შემოიტანა.
ჩვენს საწოლში ორი განსხვავებული ადამიანი შევუშვით. მათ ცუდი განზრახვა არ ჰქონიათ და არც რაიმე საზღვარი დაურღვევიათ. ვიცი, რომ მოვინდომო, მათთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენაც კი შემიძლია. ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი ახლა დაქორწინებულია და შვილი ჰყავს. ისინი კარგი ადამიანები იყვნენ, უბრალოდ ეს თავიდანვე შეცდომა იყო.
მონოგამიის ერთ-ერთი მთავარი იდეაა, რომ პარტნიორი ყველაფერს სწირავს, რომ თქვენთან იყოს და ამ მიზეზით ის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს თქვენს ცხოვრებაში. როდესაც სხვა ადამიანი ჩნდება, ეს ურთიერთობა მხოლოდ თქვენი აღარაა.
...ნიუ-იორკში ელენ ბარკინთან ერთად ვიყავი ფილმის " ნათესავები" გადაღებაზე. ამბავი პრესაში მოულოდნელად გავრცელდა.
ვიდრე ქალაქგარეთ ვიყავი, ეშტონს ჩვენს სახლში 21 წლის გოგონასთან ერთად ეძინა.
მახსოვს ის ღამე, როცა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. ბოულინგს ვთამაშობდით რუმერთან ერთად. ეშტონი ფეხსაცმელს ისწორებდა, რა დროსაც ამ გოგონამ ხელსახოცი მისცა. იქ მისი ნომერი ეწერა. ეშტონმა სახლში დაბრუნებისას ხელსახოცი მაჩვენა.
"ამაზრზენია, იქ ბავშვთან ერთად ერთად ვიყავით, ის კი - დედასთან და დასთან ერთად", - ვუთხარი მე. ჩემი შინაგანი რეაქცია ზიზღი იყო, როდესაც გავიგე, რომ ის ისევ იჩენდა ეშტონის მიმართ ინტერესს. თითქოს ვიგრძენი, რომ ზურგში ლახვარი ჩამარტყეს.
მოულოდნელად, მისი ღალატის შესახებ ყველამ გაიგო. იმ გოგონამ ეშტონის სვიტერის გაყიდვაც კი სცადა eBay-ზე 500 დოლარად.
ამბავი მაშინ გავრცელდა პრესაში, როდესაც ჩვენ კლინტონის გლობალური ინიციატივის ფარგლებში შექმნილი ფონდის პრეზენტაციას ვგეგმავდით, რაც მიზნად ისახავდა, ადამიანით ვაჭრობისა და სექსუალური მონობის წინააღმდეგ ბრძოლას. ერთი წელი დავუთმეთ საკითხის შესწავლასა და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ეშტონს გლობალური პრობლემის მოგვარების ნამდვილი ნიჭი აღმოაჩნდა, ჩემთვის კი ეს ძალიან პირადი თემა იყო. პრეზენტაციის გადადებაზე საუბარი არ ყოფილა.
დემი ქალიშვილთან ერთად
გათიშული ვიყავი და ვიცოდი, ტაბლოიდები ჩემს რეაქციას დააკვირდებოდნენ. ერთად რომ დავრჩენილიყავით, ალბათ პრესა უგულებელყოფდა ამ ინცინდენტს და შანტაჟს ამხელა ყურადღებას არ დაუთმობდა. ალბათ, ყველაზე კარგი შექმნილ სიტუაციაში იქნებოდა, პირველი ნაბიჯი გადამედგა და ყველაფერი დაგვევიწყებინა.
ამიტომ, ის ნიუ-იორკში ჩამოვიდა. ისე მოვაჩვენე თავი, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ამიტომ, 2010 წლის 23 სექტემბერს პრეზენტაცია ჩავატარეთ. მახსოვს, ეშტონმა აღნიშნა, რომ დღეს უფრო მეტი მონაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა კაცობრიობის ისტორიაშიო. ასევე, ხაზი გაუსვა ჩვენს როლს და აღნიშნა, რომ ადამიანები Twitter-სა და სხვა ინტერნეტ პლატფორმებს არ იყენებენ მსხვერპლის ხარისხის შესამცირებლად.
მე კამპანიაზე "ნამდვილი მამაკაცები გოგონებს არ ყიდულობენ" ვისაუბრე, რაც მიმართული იყო იმ კულტურის შეცვლისკენ, რომლის თანახმადაც ზრდასრული მამაკაცები არასრულწლოვან გოგონებთან სექსისთვის მარტივად იხდიან ფულს.
"ყოველი მეხუთე კაცი სექსუალურ ვაჭრობაში მონაწილეობს", - განვაცხადე ხალხით სავსე დარბაზში. ვიდექი ქმართან ერთად, რომელთანაც 5-წლიანი ქორწინება მაკავშირებდა და წინა დღით ჩემი ქალიშვილის ასაკის გოგონასთან გამცვალა.
"ნამდვილი მამაკაცი იცავს, პატივს სცემს, უყვარს და უფრთხილდება გოგონებს", - ვამბობდი.
მაგრამ, მე ვერ ვგრძნობ თავს დაცულად და დაფასებულად.
ეშტონთან ერთად რუმერთან წავედი. იმ დროისათვის, ის უკვე მსახიობი იყო და ცალკე ცხოვრობდა. შეხვედრა იქამდე დავგეგმეთ, ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა. ამიტომ, სამივენი სკაუტთან როდ-აილენდში გავემგზავრეთ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბრაუნოვის უნივერსიტეტში ჩააბარა. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ არ უნდა მომეტყუებინა ისინი და მინდოდა დამეჯერებინა, რომ ჩათვლიდნენ, პრესაში წაკითხული ჭორი უსაფუძვლო იყო. დაცვა მინდოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს უდიდესი შეცდომა იყო.
ისინი მოვატყუე. იმსახურებდნენ, რომ სიმართლე სცოდნოდათ.
მე და ეშტონმა გადავწყვიტეთ, ლოს-ანჯელესში დავბრუნებულიყავით. საშინელმა დანაშაულის გრძნობამ შემიპყრო. ვერაფრით ვიშორებდი იმ აზრს თავიდან, რომ ღალატი ჩემი ბრალი იყო.
ეშტონის თქმით, ჩვენს ურთიერთობაში მესამე ადამიანის შემოსვლამ საზღვარი მოშალა და ამით გაამართლა ის, რაც გააკეთა. ალბათ, იგონებდა სხვადასხვა გზას, თუ როგორ გამოისყიდდა დანაშაულს, მაგრამ, ამავე დროს, ცდილობდა არ დაეკარგა ოჯახის კაცის სანიმუშო სახე.
ეშტონი არ ცდილობდა, რომ საკუთარი დანაშაული გამოესყიდა, ეზრუნა და სითბო გამოეხატა ჩემ მიმართ. მგონია, მას ამ გზით ჩვენი ქორწინების დაშლა სურდა. უბრალოდ, არ იცოდა, როგორ უნდა გაეკეთებინა ეს, გულწრფელად და პატიოსნად, ან შეიძლება თავადაც დაიბნა. დარწმუნებული ვარ, მისი ერთი ნაწილი აფასებდა იმას, რაც ჩვენ შორის იყო, ხოლო მეორე ნაწილს სურდა, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლებულიყო და თავიდან დაეწყო ყველაფერი.
ყოველი საუბარი სრულდებოდა: "გთხოვ, არ გიყვარდე". მაგრამ, სამწუხაროდ, მე ის მიყვარდა.