მოგეხსენებათ, სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში დაიწყო. რეგულაციების თანახმად, მშობლებს არ აქვთ უფლება, შენობაში შევიდნენ. ბავშვებს კარებთან, პირბადით აღჭურვილი მასწავლებლები და მათი დამხმარეები ხვდებიან და მიჰყავთ ოთახებში, ამ პრინციპით მოხდება მათი სახლში გაცილებაც.
მართალია, თამუნა მუსერიძეს ძალიან უდოდა, დროულად აღდგენილიყო სწავლა სკოლებში და სააღმზრდელო პროცესი ბაღებში, მაგრამ როგორც მისი ვიდეო-მიმართვიდან ირკვევა, ბავშვი ბაღში მიყვანიდან 1 საათში უკან წამოიყვანა. ნახეთ თამუნას ვიდეო, სადაც აღწერს, თუ რა სიტუციაა ბაღებში პირველივე დღეს.
თეკლა ჟვანია