საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 43 წლის მამაკაცია.
პაციენტი ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში ათდღიანი მკურნალობის შემდეგ 11 ოქტომბერს, ღამით გარდაიცვალა. ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, ბუბა შალამბერიძემ, ambebi.ge -სთან გარდაცვლილი პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი მათ კლინიკაში 1-ლ ოქტომბერს, ვირუსის დადასტურებიდან მეორე დღეს შეიყვანეს. პაციენტი გადატანილი ზურგის ტვინის ანთებისა და ნევროლოგიური გართულებების გამო თვეების განმავლობაში წელს ქვემოთ მოწყვეტილი იყო.
"ერთ-ერთი კლინიკიდან გადმოიყვანეს ჩვენთან კორონავირუსის დადასტურებიდან მეორე დღეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე შეფასდა, თუმცა მართვით სუნთქვაზე არ ყოფილა. გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის მძიმე უკმარისობა და ორმხრივი პნევმონია იყო. მას ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები. ხერხემლის და ზურგის ტვინის ანთება. რის გამოც გადაადგილება არ შეეძლო და ლოგინად იყო ჩავარდნილი. განაგრძეთ კითხვა