რას გრძნობენ ბავშვები, როცა მშობელი მძიმე სენს ებრძვის, უნდა ვუთხრათ თუ უნდა დავუმალოთ? სწორედ ამ თემას ეხება ემოციური ვიდეო, ნიჭიერი მსახიობების - ნანა ბუთხუზისა და ბუბა გოგორიშვილის მონაწილეობით გათამაშებული სცენა ახალ ქართულ სერიალში "ქიმია", რომელიც საზოგადოებრივ არხზე გადის და უკვე ბევრი გულშემატკივარი შეაგროვა რეალისტური ამბების, აქტუალური თემის, კარგი სამსახიობო ანსამბლის და ბევრი სხვა ფაქტორის გამო.