იმერეთში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 72 წლის მამაკაცი დააკავეს. დანაშაული ხონში მოხდა. როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, დაკავებული ტაქსის მძღოლია, რომელიც 9 წლის ბავშვის მშობლებმა მის სკოლაში სატარებლად დაიქირავეს.
"დღეს დააკვეს, ტაქსის მძღოლია, გავიგეთ ბავშვთან გარყვნილი ქმედება ჩაუდენია. ცხრა წლის გოგონაა, ბებიასთან ცხოვრობს, მშობლები საზღვარგარეთა არიან. ეს კაცი ატარებდა სკოლაში და როგორც ამბობენ, ამ დროს ჩაიდინა გარყვნილი ქმედებაო.
კალთაში ისვამდაო, ბავშვს გაუმხელია თვითონ, ექსპერტიზაც ჩაუტარდა და ალბათ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დააკავეს. ჩვენ ასეთი არაფერი შეგვიმჩნევია. ტაქსის მძღოლია და აქ მუშაობდა", - აცხადებენ ადგილობრივები AMBEBI.GE-სთან საუბარში. განაგრძეთ კითხვა