მსახიობ ჯაბა კილაძეს და მომღერალ თამთა ჭელიძეს, რომლებმაც წლების წინ იქორწინეს და მალევე დაშორდნენ ერთმანეთს, ქალიშვილი ლიზა ჰყავთ.
მშვენიერი ლიზა დღეს 15 წლის გახდა და სოციალურ ქსელში იღებს მილოცვებს.
"ჩემი მამოძრავებელი ძალა, ზიზა, უზომოდ მიყვარხარ, დე! გილოცავ!" - ასე ულოცავს მას თამთა ჭელიძე.
ხოლო ცნობილი ბებია - რეჟისორი და მსახიობი ციცინო კობიაშვილი შემდეგ ტექსტს უძღვნის:
"გილოცავ, ჩემო მზეო, ჩემო სინათლევ და ბედნიერებავ, სიხარულით, სიყვარულით და წარმატებით სავსე საინტერესო ცხოვრება გქონოდეს, ვგიჟდები შენზეე!"