დეპარდიეს შვილმა გარეგნობა შეიცვალა, რომ მამას არ ჰგავდეს - "დიახ, ის გენიალური მსახიობია, მაგრამ მე მამა მინდოდა..."
დეპარდიეს შვილმა გარეგნობა შეიცვალა, რომ მამას არ ჰგავდეს - "დიახ, ის გენიალური მსახიობია, მაგრამ მე მამა მინდოდა..."
მსახიობი ჟერარ დეპარდიე ცნობილია თავისი როლებით, მრავალრიცხოვანი რომანებით და ბოლო წლებში - პუტინთან მეგობრობითაც. ერთადერთი, რაშიც თავი ვერ გამოიჩინა, როგორც ჩანს, მამობაა. იმდენად ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა შვილებთან, მისმა ქალიშვილმა თავი დაიტანჯა პლასტიკური ოპერაციებით, ოღონდაც მამასთან მსგავსება სრულიად წაეშალა გარეგნობიდან.
დღეს ჟული დეპარდიე საფრანგეთში ცნობილი მსახიობია. 47 წლისაა და საკმაო როლებიც დაუგროვდა. თუმცა მაინც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "ნიჭიერი მამის ქალიშვილს" და ამბობენ, რომ მას უნდა უმდლოდეს წარმატებასაც. ალბათ ამაში არის სიმართლის მარცვალი - ჟერარი თავად იყო ჩართული ქალიშვილის პირველ გადაღებებში. ჟული
ამტკიცებს, რომ მამა პირდაპირ აძალებდა, კინოში ეთამაშა, რათა თავისი ძალაუფლება გამოეჩინა, არადა, გოგონას სწავლა უნდოდა.
მოგვიანებით უკვე აღარ მონაწილეობდა ქალიშვილის კინოკარიერაში და მან დამოუკიდებლად მიაღწია წარმატებას. ხანდახან არც კი ამბობდა, რომ ჟერარის ქალიშვილი იყო და პროდიუსერებს უმტკიცებდა, მოგვარე ვარო, რომ მისი გავლენის გარეშე გაეკვალა გზა.

მამაზე წყენა ბავშვობიდან დაუგროვდა და წლებთან ერთად გაძლიერდა. ჟულის თქმით, მას და მის ძმა გიიომს მამა სულ ენატრებოდათ. ის სულ გადაღებებზე იყო ან ქალებთან (ერთადერთი ქორწინებიდან მას ეს ორი შვილი ჰყავდა, თუმცა ორი უკანონო შვილიც ჰყავს, რომლებიც ოფიციალურად აღიარა).
"დიახ, ის გენიალური მსახიობია, მაგრამ მე ყოველთვის მჭირდებოდა, როგორც მამა", - ამბობს ჟული.

რომ გაიზარდა, გადაწყვიტა, გარეგნული მსგავსება სრულიად მოეშალა და
დაიწყო პლასტიკური ოპერაციების კეთება. პირველ რიგში ცხვირის, რომელიც 20 წლისამ შეიცვალა. თუმცა პირველმა რინოპლასტიკამ არ დააკმაყოფილა, მაინც ჰგავდა მამას. ამიტომ თითქმის ხუთჯერ შეიცვალა ცხვირის ფორმა წლების განმავლობაში.
mshoblebi
ჟულის მამასთან ახლაც ცივი ურთიერთობა აქვს. მასვე ადანაშაულებს ძმის სიკვდილში - 37 წლის გიიომს 2008 წელს გადაღებებზე შეხვდა ვირუსი, რომელსაც ვერ გაუმკლავდა. ექიმება თქვეს, რომ მას ცუდი იმუნიტეტი ჰქონდა მეტისმეტად ბოჰემური ცხოვრების გამო. ჟული ამტკიცებს, რომ ეს მამის ბრალია, რომელიც მათ არანაირ ყურადღებას არ აქცევდა, სითბოს არ იჩენდა და ამიტომაც გიიომი თავიდანვე დაკომპლექსებული იყო ამ ამბით, სულ ეძებდა საკუთარ თავს, სულ სტრესები ჰქონდა და ვერა და ვერ აიწყო ცხოვრება. მოგვიანებით ნარკოტიკებსა და ალკოჰოლსაც მოიხმარდა და ხულიგნობდა, რომ როგორმე მამის ყურადღება მიეპყრო.
mshoblebi
გიიომ და ჟერარ დეპარდიეები
2841
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
nanka2002
0
რას ერჩით ვირს.... ვირი ჯობია ასი თავით ამას..
18:13 / 15-10-2020
nato
0
ცჰემტვის მსახიობი კი არა ერტი დიდი ვირია,მსახიობია საფრანგეტისტვის და რუსეტისტვის,ცჰვენი კვეკნის გალანზგვისტვის ვირზე უარესია ვირობაც კი მენანება მისტვის,
16:11 / 15-10-2020
მსგავსი სიახლეები