საქართველოში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 919 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. 4 ადამიანი გარდაიცვალა. ინფექციონისტ მარინა ენდელაძის თქმით, შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.
თბილისში 366 ახალი შემთხევაა, აჭარაში - 286, იმერეთში - 104, სამეგრელოშინი - 53, ქვემო ქართლი - 42.
ამ დროისთვის ქვეყანაში 7073 აქტიური შემთხვევაა. მათი უმეტესობა ბინებსა და კოვიდსასტუმროებში მკურნალობს.
"პირბადეები უნდა ვატაროთ არამარტო დახურულ სივრცეებში, არამედ გარეთ, ღია სივრცეებშიც. ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება" - განაცხადა მარინა ენდელაძემ.