"სასწრაფომ დარეკა ცენტრში და პასუხად მივიღეთ, რომ არსად კლინიკაში არაა ადგილი..." - რას წერს კლასიკური გიმნაზიის პედაგოგი
"სასწრაფომ დარეკა ცენტრში და პასუხად მივიღეთ, რომ არსად კლინიკაში არაა ადგილი..." - რას წერს კლასიკური გიმნაზიის პედაგოგი
თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში საჯარო პოსტს აქვეყნებს. მასწავლებელი წერს, რომ სასწრაფომ კლინიკებში ადგილების არქონის გამო, მისი გადაყვანა ვერ შეძლო.

"გამოვიძახე სასწრაფო. წნევის გაზომვა მინდოდა უპირველესად, რადგან საფეთქლებზე მაწვება საშინლად. არ მიშველა კაპტოპრილმა და ტკივილგამაყუჩებლებმა. მეშინია სისხლძარღვებისა და გულის. ჩემი წნევის აპარატი ახლობელს მივუტანე ამასწინათ და დარჩა იქ. მოვიდა სასწრაფო. წნევას მხოლოდ თქვენი აპარატით თუ გაგიზომავთო. ჩვენსას ვერ მოვიხმართო. დამარჭეს ანალგინ-დიმედროლი. დარეკეს ცენტრში და პასუხად მივიღეთ, რომ არსად კლინიკაში არაა ადგილი. ამ ვირუსის ფართო გავრცელება ამიტომ
იყო საშიში. მორჩა! ჯანდაცვის სისტემას ყველას დახმარება აღარ შეუძლია", - წერს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაკა სახურია.
კლასიკური გიმნაზია ამჟამად სწავლების ონლაინრეჟიმზეა გადასული.
10643
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (18)
mananas
0
წაიკიტხე რა წერია სად გეჩქარება //რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა//ო გაიგე?
12:35 / 16-10-2020
korona isteria
1
მეც კი, რომელმაც 1000% ვიცი კორონა მოგონილი ისტერიაა ვაქცინისთვის რომელშიც გეითსი მილიარდებს იხდის და მეც კი რომლეიც 5 000კმ შორს ვარ მაქედან და არ შემექნმნება მატერილაური პრობლემა მაგის გამო მეც კი დამაავადეს ამათ ფსიქიურად მარტო კორონას ძახილით და წარმომიდგენია საქართველოს მოსახლეობა რა დღეშია!ეს არის ფსიქიური ტერორი გარდა ფიზიკურისა ისედაც დამშეულ ხალხს რომ შიმშილით და ფსიქიურად ხოცავენ! ღმერთო მიაგე სამაგიერო ამ გახრწნილ მთავრობას და მსოფლიო ფულის ტომარა მეთაურებს ვინც ეს კორონა ისტერია შემოაგდო! ხალხი ისე ბეჩავი და იგნორანტია იმას ვერ მიმხვდარა ეს რომ ჰაერით გადადიოდეს აქამდე ყველას მოედებოდა, ვაი ამათ პატრონს!
12:30 / 16-10-2020
მსგავსი სიახლეები