მაია ასათიანმა ინსტაგრამზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა - მოკლე ვარცხნილობით და მუქი წაბლისფერი თმით. ნამდვილად შეიცვალა იმიჯი თუ პარიკია, ამას არ აკონკრეტებს.
გულშემატკივრების აზრი ორად გაიყო - კომენტარებში ზოგიერთი უწერს, რომ ძალიან უხდება და გააახალგაზრდავა კიდეც ("-10 წელი" - წერს ერთი გამომწერი), ზოგიერთები კი აპროტესტებენ ახალ ვარცხნილობას და ურჩევენ, კვლავ ქერას დაუბრუნდეს, რადგან ის უფრო უხდება.