"რომ დამირეკეს, არ დავიჯერე" - დავით სოკოლოვს ბინა გადასცეს - მშობლები

"რომ დამირეკეს, არ დავიჯერე" - დავით სოკოლოვს ბინა გადასცეს

2020-10-15 14:39:38+04:00

ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და­ვით სო­კო­ლო­ვი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "პირ­ვე­ლი არ­ხის" დიქ­ტო­რი გახ­ლდათ და სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა "მო­ამ­ბე“ მიჰ­ყავ­და, ბოლო წლე­ბი მე­უღ­ლეს­თან, დალი ფი­ცხე­ლა­ურ­თან ერ­თად, მო­ხუც­თა ჰოს­პის­ში ცხოვ­რობ­და. ბი­ნის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ბა­ტო­ნი და­ვი­თი, მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც, ისევ თავ­შე­სა­ფარ­ში აგ­რძე­ლებ­და ცხოვ­რე­ბას.

სა­კუ­თარ ბი­ნას 1998 წლი­დან ელო­და, რად­გან სახ­ლი 1991 წელს, სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს და­ეწ­ვა. კომ­პენ­სა­ცი­ის ნაც­ვლად ბა­ტონ და­ვითს მთავ­რო­ბა მა­შინ და­პირ­და, რომ 135 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თის ბი­ნას მის­ცემ­და, მაგ­რამ მას შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე მთავ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა, და­პი­რე­ბა კი საქ­მედ არ იქცა. უკვე ასაკ­ში შე­სუ­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და თავ­შე­სა­ფარ­ში ეცხოვ­რა.

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­ვით სო­კო­ლოვს სა­კუ­თა­რი ბინა აქვს და მის მი­ღე­ბა­ში თბი­ლი­სის მე­რია და მერი კახი კა­ლა­ძე და­ეხ­მარ­ნენ. სა­მად­ლო­ბე­ლი ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჟურ­ნა­ლის­ტმა და პრო­დი­უ­სერ­მა მაკა რაზ­მა­ძემ გა­ავ­რცე­ლა:

და­ვით სო­კო­ლო­ვი:

"ის რაც მე გა­დამ­ხდა, ცოტა ძნე­ლი აღ­სა­წე­რია და ყვე­ლას­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არ იქ­ნე­ბა. 20 წელ­ზე მეტი ბი­ნას ვე­ლო­დი და არა­ვინ ყუ­რად არ იღო, არც ჩემი სა­ბუ­თე­ბი, არც მის­ვლა-მოს­ვლა, ამან ჩემი მე­უღ­ლე შე­ი­წი­რა და მგო­ნი, მეც მა­გას ვე­წი­რე­ბო­დი. ეს 20 წე­ლი­წა­დი ვის­თა­ნაც შე­ვე­დი, არა­ვინ ყუ­რა­დღე­ბა არ მო­მაქ­ცია. ბო­ლოს ვი­ფიქ­რე, რომ კახი კა­ლა­ძე და­ნიშ­ნეს და ბა­რემ ამას­თა­ნაც შე­ვალ-მეთ­ქი. ლა­პა­რა­კი ვერ მო­ვას­წა­რი, რომ იმა­ვე დღეს გა­და­წყვი­ტა ჩემი საქ­მე. მე­ო­რე დღეს რომ და­მი­რე­კეს, მობ­რძან­დით, ბინა უნდა გა­ვა­ფორ­მო­თო, არ და­ვი­ჯე­რე, ლა­მის გა­მოვ­თაყ­ვან­დი...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე ჩა­ვარ­დნი­ლი ვარ, დიდი სი­ხა­რუ­ლი ვიგ­რძე­ნი, თუნ­დაც ჩემი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­გან.

იხილეთ სრულად