დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბათუმის კოვიდ სასტუმროში 41 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლია გახდა. აღნიშნულ თემაზე გამყრელიძემ "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.
გამყრელიძის თქმით, თრომბოემბოლია უეცარ სიკვდილს იწვევს.
"სამწუხაროდ, მედიცინაში 100%-იანი არაფერი არ არის. ვინც სამწუხაროდ, უეცარ სიკვდილს შესწრებია, ეს არის როცა შენ, ექიმს, არაფერი არ გძალუძს. დიდი ალბათობით, როგორც ჩემი კოლეგები აჭარიდან მეუბნებიან, იქ იყო თრომბოემბოლია, რომელიც იწვევს უეცარ სიკვდილს", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, თრომბოემბოლიის დროს პაციენტის გადარჩენის მცირედი შანსი მხოლოდ მაშინ არსებობს, თუ ის რეანიმაციულ განყოფილებაშია. განაგრძეთ კითხვა