"პირბადით დადის ყველგან, რეზინის ხელთათმანებსაც არ იშორებს და ჩანთიდან ფულს პინცეტით იღებს... მაგრამ დღეს კოვიდი დაუდასტურდა..." - დათო ლიკლიკაძე
"პირბადით დადის ყველგან, რეზინის ხელთათმანებსაც არ იშორებს და ჩანთიდან ფულს პინცეტით იღებს... მაგრამ დღეს კოვიდი დაუდასტურდა..." - დათო ლიკლიკაძე
ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე თავისი მეგობრის შესახებ ავრცელებს პოსტს:

"ჩემს უახლოეს მეგობარს, რომელსაც ერთი დღეც არ უვლია პირბადის გარეშე, პირბადე უკეთია სახლშიც და მანქანაშიც, როცა მარტოა. ასევე მაღაზიაში რომ მიდის გამჭვირვალე ფარიც ადევს ზემოდან, რეზინის ხელთათმანებსაც არ იშორებს და ჩანთიდან ფულს პინცეტით იღებს. მარკეტის კარებს ბეჭით აღებს. სახლში მიტანილ ბანანს ამ დრომდე სარეცხ ჟელეში რეცხავს და ისე აწყობს მაცივარში. იტალიიდან რომ ჩამოვედი, ორი თვე გამარჯობასაც არ მეუბნებოდა. სახლში არავის უშვებს და არც თვითონ მიდის სხვასთან, ხელების საპნით დაბანის დროს ორჯერ მღერის
საქართველოს ჰიმნს და მერე იმშრალებს, - დღეს კოვიდი დაუდასტურდა. აი, მომკალით და ველოდებოდი ამ დღეს, გული მიგრძნობდა".

3481
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
კლ
0
რას ცანცარებთ
10:27 / 17-10-2020
ნლ
0
ვერიდებოდი ღოლოსა, დამიხვდა სოფლის ბოლოსა.
22:41 / 16-10-2020
მსგავსი სიახლეები