"ყველა მეკითხება, სიმპტომები როგორ დაგეწყოო?.. ვიგრძენი ყელში ჩახეხვა. მაგრამ არა ტკივილი..." - ვიკა ბუკია კოვიდის სიმპტომებს იხსენებს
"ყველა მეკითხება, სიმპტომები როგორ დაგეწყოო?.. ვიგრძენი ყელში ჩახეხვა. მაგრამ არა ტკივილი..." - ვიკა ბუკია კოვიდის სიმპტომებს იხსენებს
"ტვ-პირველის" ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელიც კოვიდ19-ს რამდენიმე დღე ებრძოდა და გამოჯანმრთელდა, საჯარო პოსტს ავრცელებს მათთვის, ვისაც სიმპტომები აინტერესებს:

"სამი დღეა ჩემი ინბოქსი იბომბება. ყველა მეკითხება, სიმპტომები როგორ დაგეწყო? ჰოდა აქ დავწერ კიდევ ერთხელ მოკლედ და თუ მაინც მკითხავთ, დავაკოპირებ ხოლმე ამ სტატუსს, რომ მეც ბევრი არ ვწერო.
პირველი სიმპტომი იყო უსიმპტომობა. ამიტომ დადებითი ხარო რომ მითხრეს შოკში ვიყავი.
  • საღამოს ვიგრძენი ყელში ჩახეხვა. მაგრამ არა ტკივილი (ანუ ყლაპვის დროს რომ გტკივა - ეგ ტკივილი არა). ძალიან არ გავს ანგინას. უფრო ასეთი:
    ყვირილის, ან ბევრი მოწევის მერე რომ ყელი ჩაიხეხება - დაახლოებით ეგეთი. და მეგონა მეჩვენებოდა ისეთი სუსტი იყო.
  • მაგრამ მეორე დღეს ეს “ჩახეხვა” გადავიდა “თოკის მოჭერაში”. მივხვდი რომ სიმპტომი დამეწყო. თავს მაღლა რომ ვწევდი თითქოს ვიხრჩობოდი, რის გამოც ვახველებდი. ასევე გამეჭედა ცხვირი მშრალად. მაგრამ მხოლოდ 1 დღე.
  • მესამე დღეს მომცა სიცხემ. და წამოვიდა ხველა რასაც იწვევს ეს “თოკი” ყელში, რომელიც მერე და მერე გაძლიერდა და გაგრძელდა ბოლომდე . მე მგონია, რომ აი ეს უკანასკელი არის კოვიდისთვის ყველაზე, ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი.
  • ჩვენ სურდო არ გვქონია. არც ჩვენს მეგობრებს (ბევრი მწერს ამას: “ცხვირიდან ჩამომდის და ყლაპვისას ყელი ძაან მტკივა” - ეს არ გვქონია ჩვენ, და არც ჩვენს მეგობრებს)
    მაგრამ (!) შეიძლება სხვებს ჰქონდათ ეს სიმპტომი.
  • ლევანსაც ზუსტად ასე დაეწყო, მაგრამ ჩემგან განსხვავებით მას უფრო სწრაფად უვლინდებოდა სიმპტომები (რაც ჩვეულებრივი გრიპისთვისაა დამახასიათებელი). მაგალითად ამ “ჩახეხვას”, ძაან მალევე მოყვა შემცივნება და სიცხე. და მეორე დღეს უკვე დანარჩენი სიმპტომები. მე7-8 დღისთვის უკეთ იყო. მე პირიქით. პირველი 5-6 დღე ვიყავი ძალიან მსუბუქი და ეს: ჰაერის უკმარისობა, მაღალი სიცხე, სახსრების ტკივილი, წელის, ფეხის, თავის საშინელი ტკივილი, დისკომფორტი გულ-მკერდი არეში, სპაზმური ხველა და ჯანდაბა წამოვიდა მე7 დღიდან.
ორივეს გვქონდა ანთება.
და კიდევ, არ უყვარს კოვიდს პანიკა. ამას დანამდვილებით ვამბობ, საკუთარი გამოცდილებით. ამიტომ ძალიან შეეცადეთ მსუბუქად მიუდგეთ მაგ საძაგელს.
ყველას ჯანმრთელობა".
4459
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები