მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც კოვიდინფიცირებულია, "ტვ პირველის" ეთერში საუბრობს იმაზე, თუ როგორ დაინფიცირდა, რა სიმპტომები ჰქონდა და რა სისტემურ პრობლემებს წააწყდა ინფიცირების შემდეგ.
"ხუთშაბათს მქონდა კონტაქტი ერთ-ერთ ქალბატონთან, არც ხელი ჩამომირთმევია, არც გადამიკოცნია, უბრალოდ ერთ ოთახში მოგვიწია ყოფნა, რა თქმა უნდა, პირბადეებით, სადეზინფექციო საშუალებებით. იმ ქალბატონს იმ ღამით მისცა მაღალმა სიცხემ, მეორე დღეს გაიკეთა ტესტი და გვიან ღამით უკვე დაუდასტურდა კოვიდი.
ჩემთან არავის არ დაურეკავს, არც ერთ ეპიდემიოლოგს და საერთოდ არავის, გარდა ამ ქალბატონისა, მივხვდი, რომ უნდა გადავსულიყავი იზოლაციაში იმიტომ, რომ დამეცვა სხვა ადამიანები, ვიფიქრე, შეიძლება მე თვითონ ვყოფილიყავი უკვე დაინფიცირებულითქო. იზოლირებიდან მეხუთე დღემდე ვიყავი უსიმპტომო და უბრალოდ გამოვიძახე ლაბორატორია, რომ გამეკეთებინა ანალიზი სახლში.
საღამოს დამიდგინდა სუსტად დადებითი და ალბათ, ამ სტრესზე და ნერვიულობაზე მომცა სიცხე, 37.1 მქონდა, მეორე დღეს ვიყავი ძალიან კარგად, 36,6 მქონდა ტემპერატურა, გვიან ღამით გამიკეთეს PCR ტესტი და უკვე ნამდვილად დადასტურდა, რომ ვარ კოვიდინფიცირებული.
როგორც მივხვდი, ითვლება, რომ არ ვარ მძიმე პაციენტი, თავსაც არ ვგრძნობ მძიმედ, მაქვს მინიმალური სისუსტე, ცოტა დისკომფორტი, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ცუდად ვარ, ვერ დავდივარ და ფეხზე ვერ ვდგები", - ამბობს მომღერალი.
მისივე თქმით, კორონავირუსის დადასტურებიდან 18 საათის შემდეგ დაუკავშირდა ოჯახის ექიმი, ამ პერიოდის განმავლობაში კი მასთან არავის დაურეკავს:
"ამაზე ძალიან გავბრაზდი და გეტყვით რატომ. განაგრძეთ კითხვა