მამა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, გახდება თუ არა ქალიშვილი "ოცნების" პარლამენტარი - დებ კვიციანების წარმატება, ოჯახური ბიზნესი და კავშირები - მშობლები

მამა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, გახდება თუ არა ქალიშვილი "ოცნების" პარლამენტარი - დებ კვიციანების წარმატება, ოჯახური ბიზნესი და კავშირები

2020-10-17 05:55:34+04:00

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში რი­გით 68-ე ბაია კვი­ცი­ა­ნი გახ­ლავთ. ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, დი­დია შან­სი, რომ ის პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვდეს, რად­გან მისი კან­დი­და­ტუ­რა გამ­სვლელ პო­ზი­ცი­ა­ზეა.

ბაია კვი­ცი­ა­ნი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ერთ-ერთი ახა­ლი სა­ხეა, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის პარ­ტი­ულ სი­ა­ში კახი კა­ლა­ძის კვო­ტით მოხ­ვდა, რად­გან მისი და მაკა კვი­ცი­ა­ნი, ანუ­კი არე­ში­ძის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია. რო­გორც მა­კამ ამ ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და, მისი და ანუ­კის მე­გობ­რო­ბა 15 წელ­ზე მეტს ით­ვლის.

დები ბაია და მაკა კვი­ცი­ა­ნე­ბის მამა ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რი კან­დიდ კვი­ცი­ა­ნი გახ­ლავთ. მდი­და­რი ბიზ­ნეს­მე­ნი 1964-1970 წლებ­ში მეს­ტი­ის მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მის მეთ­ვალ­ყუ­რე იყო. 1976-1992 წლებ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და. პარ­ლა­მენ­ტში პირ­ვე­ლად 1990 წელს, მე­ო­რედ 2008 წელ­ში მოხ­ვდა. კან­დიდ კვი­ცი­ა­ნი მეს­ტი­ის ოლ­ქის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი გახ­ლდათ და პო­ლი­ტი­კუ­რი ბლო­კის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" რი­გებ­ში ირი­ცხე­ბო­და.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მოს­ვლის შემ­დეგ კან­დიდ კვი­ცი­ა­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" სი­ა­ში აღარ მოხ­ვედ­რი­ლა. მა­მის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა, ოღონდ უკვე სხვა მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში, რო­გორც ჩანს, მის­მა უფ­როს­მა შვილ­მა გა­და­წყვი­ტა.

დებ კვი­ცი­ა­ნებს ქარ­თუ­ლი ელი­ტა წლე­ბია იც­ნობს, თუმ­ცა დი­ზა­ი­ნერ მაკა კვი­ცი­ა­ნის პო­პუ­ლა­რო­ბა პრო­ექტ "მას­ტერ­შეფ­ში" გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გა­ი­ზარ­და. დი­ზა­ი­ნე­რია მათი დედა ნანა შუკ­ვა­ნიც. რო­გორც უკვე გი­თხა­რით, მაკა ანუ­კი არე­ში­ძის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია და და­სას­ვე­ნებ­ლა­დაც კი, შვი­ლე­ბით ერ­თად და­დი­ან. მა­კას სამი ვაჟი ჰყავს. მისი მე­უღ­ლე კი ბიზ­ნეს­მე­ნი შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც 2017 წლი­დან კი "მ² უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის" მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი და მშე­ნებ­ლო­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

ამ­ჟა­მად მაკა კვი­ცი­ა­ნი "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რი­შია, თუმ­ცა მისი მზარ­დი პო­პუ­ლა­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში მისი და, ბაია მოხ­ვდა. დებ კვი­ცი­ა­ნებს უმ­ცრო­სი ძმა, კოკა კვი­ცი­ა­ნი ჰყავთ, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა.

mshoblebi

დებ კვი­ცი­ა­ნე­ბის დედა და ძმა

პრო­ფე­სი­ით ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ბაია კვი­ცი­ა­ნი ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სის "და­ლო­ო­დის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია. ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე დიდი მა­ღა­ზია ტან­საც­მლის ხაზ­თან ერ­თად, აერ­თი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა არ­ტის­ტებ­თან და ბრენ­დებ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ით შექ­მნილ ნივ­თებ­სა და ნა­მუ­შევ­რებს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ბაია კვი­ცი­ან­მა 2003 წელს სა­ქარ­თვე­ლოს შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა, თუმ­ცა, რო­გორც მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, მალე მივხდა, რომ ახალ რე­ა­ლო­ბა­ში, ინ­გლი­სუ­რი ენა, ბიზ­ნე­სი და მე­ნე­ჯე­რუ­ლი უნა­რე­ბი უფრო მო­თხოვ­ნა­დი იყო ვიდ­რე ხე­ლოვ­ნე­ბა. 2008 წელს ბა­ი­ამ ლონ­დონ­ში და­ას­რუ­ლა წი­ნა­სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა და შემ­დეგ ლონ­დო­ნის ევ­რო­პუ­ლი ბიზ­ნეს სკო­ლის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მო­ი­პო­ვა. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, დი­ზა­ი­ნერ დას­თან ერ­თად, და­ი­წყო ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სი "და­ლო­ო­დის" სა­ხით... განაგრძეთ კითხვა