"919 -დან ერთი ჩემი შვილია... სად მოაგროვეს ეს ვითომ ოჯახის ექიმები, არ ვიცი, ან რას გეკითხებიან, ან რას გირჩევენ..."
"919 -დან ერთი ჩემი შვილია... სად მოაგროვეს ეს ვითომ ოჯახის ექიმები, არ ვიცი, ან რას გეკითხებიან, ან რას გირჩევენ..."
ჩვენ ირგვლივ თანდათან მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც უკვე გადაიტანა კოვიდინფექცია ან ავადაა. ძალიან დიდ ინტერესს იწვევს მათი პირადი გამოცდილება, როგორ დაეწყოთ სიმპტომები, როგორ გრძნობდნენ თავს და ან როგორ იმკურნალეს. სოციალურ ქსელში  ადამიანები სისტემატურად აქვეყნებენ ასეთი შინაარსის პოსტებს. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს:
"919 -დან ერთი ჩემი შვილია. პირბადეს ხმარობდა, სანიტაიზერსაც, ხელსაც იბანდა. მაინც დაემართა. სად, ვისგან, როგორ - არ ვიცით.
სამშაბათს საღამოს გახდა ავად 39 სიცხით, თავის და სახსრების ძლიერი ტკივილით, გუშინ - 38, დღეს - 37. სამშაბთიდანვე სინზე გამბული ძაღლივით 1505 და
112 მამისამართებდნენ ერთმანეთთან, როცა მივხდი , რომ ტესტს არ უკეთებენ და იცილებენ პასუხისმგებლობას ერთმანეთზე გადაბარებით, გამოვიძახე კერძო ლაბორატორია გადავიხადე არცთუ მცირე თანხა და ღამე გუშინ გავიგე კორონა-დადებითი პასუხი.
მე რომ კოვიდიოტი -(კორონა არა ის) ვყოფილიყავი ან ცოტათი უპასუხისმგებლო - ჩავთვლიდი, რომ ეს იყო ერთდღიანი ვირუსი ,ფართოდ გავრცელებული - "ჩემ შვილს ქონდა ზუსტად ასე, ტყუილად აკეთებ ტესტს". დღეს გავიდოდით გარეთ მე და ჩემი ოჯახის წევრები და მოვედებოდით ქალაქს... დანარჩენს ჯერ არანაირი სიმპტომი არ გვაქვს - შესაბამისად, გუშინ გუშინწინ და კიდევ უფრო ადრე ვერავის ვერაფერს გადაგდებდით.
მოკლედ, ხალხო. იყავით ფრთხილად. სიცხის, დიარეის თავის ტკივილის და ა. შ .შემთხვევაში გაიკეთეთ ტესტი, თუ ვერ დაიმსახურებთ ჩვენსავით, გადაიხადეთ ფული, არ
გაქვთ, ისესხეთ და ნუ გახვალთ გარეთ სულ მცირე 12 დღე. ნუ ჩააგდებთ სხვას საფრთხეში" - წერს ფეისბუქმომხმარებელი ეკა კარიჭაშვილი, რომელიც უამრავ კომენტარსაც გამოეხმაურა და სამედნიცინო სექტორის დამოკიდებულებზეც დაწერა:
"კატასტროფულად იქცევიან, სად მოაგროვეს ეს ვითომ ოჯახის ექიმები, არ ვიცი, ან რას გეკითხებიან, ან რას გირჩევენ...
სახელმწიფოს გულისხმიერება ამ შემთხვევაში 1505 და 112 ის ოპერატორებზე და უპასუხისმგებლო რამდენიმე ექიმზეა ჩამოკიდებული, რომლებიც ზუსტად რომ არასახელმწიფოებრივად იქცევიან." - წერს კარიჭაშვილი.
17539
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
შოთა
1
წესებს არავინ იცავს ამ ქვეყანაში! არ გვიყვარს დისციპლინა! 7500 ადამიანის მოვლა ერთდროულად რომ ვერ იქნება ისეთი ეფექტური როგორც დავუშვათ 1000 -ის მარტივი ჭეშმარიტებაა! რას ელით ამ ექიმებისაგან, როცა ხალხი არ იცავს ელემენტალურ წესებს!
10:07 / 18-10-2020
2
ყველა ადამიანმა უნდა აიღოს თავისი წილი პასუხიმგებლობა თან არ სჯერავთ თან ექიმებს საყვედურობენ
00:53 / 18-10-2020
მსგავსი სიახლეები