"ადგილი აღარ გვაქვს საწოლების ჩასადგმელად... სისტემა მიჩვენებს, რომ საწოლების რაოდენობა არის ნული " – რესპუბლიკურის დირექტორი
"ადგილი აღარ გვაქვს საწოლების ჩასადგმელად... სისტემა მიჩვენებს, რომ საწოლების რაოდენობა არის ნული " – რესპუბლიკურის დირექტორი
"ახლა სისტემა მიჩვენებს, რომ საწოლების რაოდენობა არის ნული, არცერთი საწოლი თავისუფალი არ არის," – ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა სოლომონ ფუტკარაძემ, batumelebi.netgazeti - განუცხადა. მისი თქმით, საავადმყოფოში რამდენიმე ათეული საწოლი ბოლო დროს დაამატეს.
სოლომონ ფუტკარაძემ პაციენტების ხანგრძლივი დროით ლოდინისა და პერსონალის დეფიციტის შესახებ კიტხვებსაც უპასუხა:
"20 ექიმიც რომ დავიმატოთ, მაინც არ შევა პალატაში იმაზე მეტჯერ, ვიდრე საჭიროა. რაღაც დეფიციტი გვექმნება პერიოდულად, როცა რამდენიმე [ექიმი] დაინფიცირდა, მაგრამ ახლა თბილსიდანაც ჩამოვიდნენ ექიმები. გუშინ ჩემი ახლობელიც მოათავსეს კლინიკაში, მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, რეგისტრაცია გაატარეს და
45 წუთი იცდიდა. იცით, როგორი ინტენსიური მოძრაობაა, ეს არ ნიშნავს, რომ ყურადღება არ მიაქციეს, წინ ხალხია და უკეთდება შესაბამისი პროცედურები, ამიტომ მოთმინების უნარი აკლიათ პაციენტებს – რადგან მოვიდა კლინიკაში, უნდა, რომ უცებ ყველაფერი გაკეთდეს. გაჭირვებულ კაცს, ხომ იცით, ყველაფერი იმ წამში უნდა, ყველაფერი იმ წამში ვერ იქნება" - განაცხადა ფუტკარაძემ, რომელმა თავადაც გადაიტანა კორონავირუსი და ჯერ კიდევ სრული დატვირთვით ვერ მუშაობს.
1347
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები