საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - მშობლები

საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

2020-10-18 07:48:05+04:00

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 1192 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და და ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 17477-ს შე­ად­გენს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ ვებ-გვერ­დზე, stopcov.ge-ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

გა­მო­ჯან­მრთელ­და კი­დევ 233 პა­ცი­ენ­ტი და სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 8060-ს შე­ად­გენს. კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში იმ­ყო­ფე­ბა 6300 მო­ქა­ლა­ქე, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას 1388 ადა­მი­ა­ნი გა­დის. ამას­თან, „კო­ვიდ“ სას­ტუმ­რო­ში მყო­ფი პი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 1393- ს შე­ად­გენს.

ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით კი­დევ 8 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა და გარ­დაც­ვლილ­თა სა­ერ­თო რი­ცხვი 136-ს შე­ად­გენს.

ამას­თან, უცხო­ე­თი­დან სამ­კურ­ნა­ლოდ გად­მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 41 მო­ქა­ლა­ქე.

ინტერპრესნიუსი