ინტერნეტმომხმარებელი გიორგი გოდერძიშვილი, რომელიც კოვიდ-19-ს ებრძვის, საკუთარ მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში საჯაროდ წერს:
"გამარჯობა! 11 დღეა ვწევარ კლინიკაში. ვებრძვი კოვიდ 19-ს. დადასტურების დღესვე მითხრეს, რომ დამიკავშირდებოდნენ და კონტაქტებს დაადგენდნენ, თუმცა ამ დრომდე არავინ დამკავშირებია. არ დაინტერესებულან ჩემი კონტაქტებით, მით უმეტეს, რომ ყოველდღე ვრეკავ (ეს 10 დღე) ჯანდაცვაში და 112 ში. და ვთხოვ, რომ კონტაქტების აღწერა მოახდინონ შემდგომი პრევენციის მიზნით, მათი პასუხია, რომ დამიკავშირდება ეპიდემიოლოგი, თუმცა ამაოდ.....
იტალიას რომ დავემსგავსებით, მერე გაინძრევა ჯანდაცვა? საქართველოს მთავრობა სირცხვილია ასე უმოქმედობა. როცა საჭირო არ იყო ჩაგვკეტეთ და ეხლა, როცა ათასეულობითაა ინფიცირებული, იკიდებთ...!! იმოქმედეთ, თორემ გვიანდება!!!!!! აქ ამ კლინიკაში, იხრჩობა, იგუდება, კვდება ხალხი, განსაკუთრებით მოხუცები. მინდა, რომ ჩვენს შვილებს ჰყავდეთ ბებია-პაპები და ნუ აგვიანებთ, გთხოვთ!!"