"ტეს­ტმა covid19-ზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა" - მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
"ტეს­ტმა covid19-ზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა" - მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
"ლე­ლოს“ ლი­დერი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და:

„მო­გე­სალ­მე­ბით მე­გობ­რე­ბო, ჩემს თა­ნა­მებ­რძო­ლებს, "ლე­ლო­ელ" თა­ნა­გუნ­დე­ლებს და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ გუ­შინ სა­ღა­მოს ჩა­ვი­ტა­რე PCR (პჯრ) ტეს­ტი, ვი­ნა­ი­დან მქონ­და და­ბა­ლი სი­ცხე. ტეს­ტმა covid19-ზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, დღე­ი­დან გა­და­სუ­ლი ვარ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. ეს პირ­ვე­ლი ტეს­ტი იყო, 48 სა­ათ­ში გა­ვი­კე­თებ კი­დევ ერთ ანა­ლიზს, იმის­თვის, რომ 100%-ით დავ­რწმუნ­დეთ. ამ მო­მენ­ტის­თვის სი­ცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარ­გად და ვარ საბ­რძო­ლო შე­მარ­თე­ბით.

ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უუ­ნა­როდ, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და უპა­სუ­ხიმ­გებ­ლოდ მარ­თულ­მა
პრო­ცე­სებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე საფრ­თხის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” კრახ­მა Covid19-თან ბრძო­ლა­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ა­ზა­რა­ლა, რო­გორც ჯან­მრთე­ლო­ბის, ასე­ვე ეკო­ნო­მი­კუ­რი კუ­თხით... თუმ­ცა, მინ­და ყვე­ლას მო­გი­წო­დოთ, ნუ შე­შინ­დე­ბით! ნუ აყ­ვე­ბით პა­ნი­კას! covid19-თან გამ­კლა­ვე­ბა და მისი და­მარ­ცხე­ბა მარ­ტი­ვა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. წინ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ორი კვი­რა გვაქვს, ეს ბრძო­ლა ჩვე­ნი მო­სა­გე­ბია, ამ ბრძო­ლა­ში უკან და­ხე­ვა და და­ნე­ბე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. 31 ოქ­ტომ­ბერს ჩვენ ერ­თად და­ვა­მარ­ცხებთ კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ა­საც და ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც“.
368
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ფუ ფუ ფუ
0
ნაცები, თვითონ არიან კორონებიც და შავი ჭირებიც.
15:03 / 19-10-2020
დავიჯეროთ თქვენზე ნაცებზე, უარესია კორონა?
1
ისეთი კოვიდები შეგეყაროთ მთლიანად ნაცხროვას, რომ სამუდამოდ დავისვენოთ თქვენგან! ხალხს აღარ გვეკითხებით არა? გვინდა თუ არა თქვენი მოსვლა? მტკიცე არა!!!!!
08:25 / 19-10-2020
მსგავსი სიახლეები