ტელეწამყვან თიკა ფაცაციას კორონავირუსი დაუდასტურდა და დღეს ამ მდგომარეობაში შეხვდა თავის დაბადების დღეს, ოჯახის წევრებისგან შორს. ამის შესახებ მან ინსტაგრამზე დაწერა და ბავშვების მისალოცი ბარათებიც გამოაქვეყნა:
"კიი დღეს ჩემი ყველაზე გამორჩეული დაბადების დღეა დღეს ყველაზე მეტად ვიდრე ოდესმე ვიგრძენი რა ძვირფასი, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ადამიანური ურთიერთობები, სიყვარულის გამოხატვა ერთმანეთის მიმართ, სიხარულის ჩუქება ერთმანეთისთვის, განა არ ვიცით ეს რომ მნიშვნელოვანია? მაგრმა ამ აჩქარებულ ცხოვრებაში და ყოველდღიურობაში, ვერ ვიგებთ და ასე გარბის დროც. არადა ერთი წამით რომ გავჩერდეთ და გავიაზროთ რა მარტივია და როგორი გადამწყვეტი ჩვენი სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის უცნაური გამოდგა კოვიდი, თავისი წესები აქვს, დაგვაშორა ერთმანეთს ადამიანები, მაგრამ ამასთან ერთად ასეთი სიახლოვე დიდი ხანია არ მიგრძვნია. მადლობა ყველას, ვინც სიყვარული გამომიგზავნეთ მიყვარხართ, ადამიანებო ჩემს ცხოვრებაში და ადამიანებო, რომლებიც ადევნებთ თვალს ჩემს ცხოვრებას. covid Birthday #6"