რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ცნობილი სახეები ამხნევებდნენ და საჩუქრებით ანებივრებდნენ მომღერალს. დღეს კი ნოდიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. სწორედ ამიტომ ნოდიკო ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
ეს თავად ნოდიკოს სტატუსია:
„დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ყურადღებისთვის!
თქვენი გულწრფელი კეთილი სურილები ძალას მმატებს!
ბედნიერები იყავით და ჯანმრთელები მთელი ცხოვრება!
ახლა კარგად მომისმინეთ, მაქსიმალურად გაუფრთხილდით თავს! დაიცავით ყველა რეკომენდაცია ვირუსის პრევენციისთვის! წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი სტრესი ხომ ისაა, რომ ვინმეს შეიძლება დაუდასტურდეს covid19 და მეორე სტრესი კიდევ ის, რომ ჯანდაცვის სფეროში არასახარბიელო მდგომარეობაა! დეტალურად ცოტა უკეთ რომ ვიქნები, მერე მოვყვები. ამ ყველაფერს საკუთარი გამოცდილებიდან ვსაუბრობ!
ამიტომ გაუფრთხილდით თავს, დარჩით სახლში თუ აუცილებელი არაა გარეთ გასვლა და გაითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია!
P.S. მგონი ვახერხებ ხოლმე პასუხის გაცემას პირადში, თუმცა თუ ვერ გიპასუხეთ, არ გეწყინოთ!“
მოგვიანებით მან "რუსთავი-2"-თანაც გააკეთა ვრცელი კომენტარი, რომელიც ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ.
თეკლა ჟვანია