"ეს უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რომ არ იყოს უკმაყოფილება... დაავადებულთან კონტაქტად ითვლება 15 წუთზე მეტი დროით, უნიღბოდ, ერთ მეტრზე ნაკლები დისტანციით ურთიერთობა"
"ეს უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რომ არ იყოს უკმაყოფილება... დაავადებულთან კონტაქტად ითვლება 15 წუთზე მეტი დროით, უნიღბოდ, ერთ მეტრზე ნაკლები დისტანციით ურთიერთობა"
დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტვ პირველის ეთერში განმარტა, რა შემთხვევაში ითვლება ადამიანი ინფიცირებულის კონტაქტად.
"ბევრი უკმაყოფილოა, რომ კონტაქტში იყო ინფიცირებულთან და არავინ მიაკითხა. რეალურად, კონტაქტში მყოფებად ითვლებიან ის ადამიანები, ვისაც დაავადებულთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ნიღბის გარეშე ჰქონდა ურთიერტობა 1 მეტრზე ნაკლები დისტანციიდან. თუ ნიღაბი გეკეთათ და დისტანციაც დაცული იყო, ეს კონტაქტად არ ჩაითვლება და დაცული იქნებით, მიუხედავად იმისა, სად იმყოფებოდით ერთად - მაღაზიაში, ქუჩაში თუ სხვაგან. ეს უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რომ არ იყოს უკმაყოფილება, რატომ
არავინ მიაკითხა ტესტის ჩასატარებლად. თუ გეკეთებათ პირბადე და დაიცავთ დისტანციას, პიკები და საშინელებები აღარ იქნება. მართალია კორონა არ გაქრება, მაგრამ დაავადება გაგრძელდება თანაბრად" - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, ამიტომაც არის პირბადე და დისტანცია დაცვის საუკეტესო საშუალება კოვიდინფექციის წინააღმდეგ.
2008
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები