ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილი 15 პაციენტიდან ერთ-ერთი 40 წლის ქალია - "18 ოქტომბერს შემოიყვანეს და 19-ში გარდაიცვალა..." - მშობლები

ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილი 15 პაციენტიდან ერთ-ერთი 40 წლის ქალია - "18 ოქტომბერს შემოიყვანეს და 19-ში გარდაიცვალა..."

2020-10-20 10:55:29+04:00

- "შემოყვანისთანავე მძიმედ იყო, ჰქონდა ქრინიკული დაავადებებიც"

ბოლო დღე-ღა­მე­ში გარ­დაც­ვლი­ლი 15 პა­ცი­ენ­ტი­დან ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა 40 წლის ქა­ლია. პა­ცი­ენ­ტი ბა­თუ­მის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში 18 ოქ­ტომ­ბერს შე­იყ­ვა­ნეს და მე­ო­რე დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ბა­თუ­მის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, გარ­დაც­ვლილ ქალს კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გარ­და ქრი­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც ჰქონ­და.

"პა­ცი­ენ­ტი შე­მოყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე მძი­მედ იყო. აღე­ნიშ­ნე­ბო­და ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია, სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა. გარ­და ამი­სა, ჰქონ­და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი და თან­და­ყო­ლი­ლი ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლა. შე­მო­იყ­ვა­ნეს 18 ოქ­ტომ­ბერს სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში და 19 ოქ­ტომ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა", - აცხა­დე­ბენ კლი­ნი­კა­ში.

ბოლო დღე-ღა­მე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში 15 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლილ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 158-მდე გა­ი­ზარ­და.

ambebi.ge