სულ რამდენიმე წუთია, რაც ცნობილი გახდა, რომ მომღერალ სოფო გელოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა. „ჩემთანაც მოვიდა“ - ამ სიტყვებით ამცნო საზოგადოებას სოფომ კოვიდით ინფიცირების ამბავი. თავადვე აღნიშნავს კომენტარებში, რომ ბავშვები და მისი მეუღლე ნოდი კარგად არიან. სტატუსის ქვეშ მეგობრები სოფოს ამხნევებენ და ჯანმრთელობას უსურვებენ, მათ შორისაა ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც კორონა ვირუსზე ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნლობს.
ნოდიკო ტატიშვილი:
„ჯერ უარყოფითი იყო, მერე არ ვიცითო და ახლა დადებითია? გამაგიჟებ! გადაამოწმე ხვალ კიდევ ერთხელ!“