პარლამენტარმა ნინო წილოსანმა, რომელიც კორონავირუსს ებრძვის, ტელეიმედის ეთერში ინფიცირების წყაროზე ისაუბრა. მისი თქმით, დაინფიცირდა ადამიანისგან, რომელსაც ნაჭრის პირბაზე ეკეთა.
„უამრავი შეხვედრა გავმართეთ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ღია სივრცეებში და წესების დაცვით, თუმცა, სავარაუდოდ, დავინფიცირდი ამომრჩევლისგან, რომელთანაც დისტანციის გარეშე დიდი ხნის განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია და მას ეკეთა ნაჭრის პირბადე. მე სამედიცინო ნიღაბი მეკეთა, იმას - ნაჭრის. დიდი ხნის განმავლობაში ვიდექით ერთად“ - განაცხადა ნინო წილოსანმა. მისი თქმით, ტესტი მას შემდეგ გაიკეთა, რაც შეატყობინეს, რომ ამ ადამინს ვირუსი დაუდასტურდა. გაიტესტა მისი ოჯახიც და ვირუსი მხოლოდ პარლამენტარის ერთ-ერთ შვილს დაუდასტურდა, რომელიც ამ დრომდე უსიმპტომოა.
ნინო წილოსანის თქმით, მისი დაავადება საკმაოდ იოლ ფორმებში მიმდინარეობს.