"პირველად ჩემს შვილებს ვაჩვენებ და აზრს ვეკითხები" - 8 შვილის დედის მიერ შექმნილი საოცარი თოჯინები
"პირველად ჩემს შვილებს ვაჩვენებ და აზრს ვეკითხები" - 8 შვილის დედის მიერ შექმნილი საოცარი თოჯინები
მეთოჯინე ეკატერინე ბერიძე თბილისში მეუღლესთან და რვა შვილთან ერთად ცხოვრობს. მისმა თოჯინებმა უკვე შეძლეს და მიიქციეს მნახველის ყურადღება. პერსონალური გამოფენა არასოდეს ჰქონია, თუმცა საქართველოში ბევრ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, შარშან კი მისი თოჯინები პრაღის საერთაშორისო გამოფენაზე იწონებდნენ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინე რვა შვილის დედაა, საყვარელ საქმეს და ოჯახს ჰარმონიულად უთავსებს ერთმანეთს.

- პროფესიით ბიბლიოგრაფი ვარ. სულხან-საბას უნივერსიტეტის ბიბლიოგრაფია-უცხო ენების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა და ხელსაქმე. ერთხელაც სოციალურ ქსელში წავაწყდი საკოლექციო თოჯინებს და მოსვენება დავკარგე. თავიდან თოჯინის ყიდვის
სურვილი გამიჩნდა, მაგრამ მთლად ისეთი არ იყო, როგორიც მინდოდა, თანაც ფასიც მეძვირა. ვიფიქრე, რომ ასეთი თოჯინის გაკეთებას მეც შევძლებდი. ჩემ მიერ გაკეთებული პირველი თოჯინა დიდად არ მომეწონა, თუმცა შემდეგ უფრო და უფრო დავხვეწე.

- როგორ შეისწავლეთ თოჯინების გაკეთება?

- თოჯინებზე მუშაობა ნიჭიერმა მეთოჯინემ, იულია სოროკინამ შემასწავლა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა ვუთხრა მას ამისთვის. მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ამას ჰქონდა ჰობის ხასიათი და იყო საოცრად დიდი განტვირთვა. მინდა გითხრათ, რომ დღემდე ასე გრძელდება.

- ხართ მრავალშვილიანი დე
და. მოგვიყევით თქვენი შვილების შესახებ...

- რვა შვილის დედა ვარ. ექვსი გოგო და ორი ბიჭი მყავს. უფროსი 17 წლისაა, უმცროსი – ერთი წლის. როცა თოჯინაზე მუშაობას ვასრულებ, პირველად ჩემს შვილებს ვაჩვენებ და აზრს ვეკითხები. მათი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- მანამდე თუ გიფიქრიათ, რომ მრავალშვილიანი დედა იქნებოდით? გინდოდათ ბავრი შვილი გყოლოდათ?

- კი, რა თქმა უნდა. მე და ლუკამ ტაძარში გავიცანით ერთმანეთი. როცა დავოჯახდით, მზად ვიყავით იმისთვის, რომ გაგვეჩინა იმდენი შვილი, რამდენსაც ღმერთი მოგვცემდა.
mshoblebi

- როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახს და თქვენს საქმიანობას?

- ძირითადად ღამით ვმუშაობ, რადგან ამ საქმეს სიმშვიდე და ყურადღება სჭირდება. დღისით ოჯახის და შვილების მოვლით ვარ დაკავებული. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ მეტი ფოტო
717
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები