პოლიციის უფროსი ავთო გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლები თავისუფლები არიან
პოლიციის უფროსი ავთო გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლები თავისუფლები არიან
ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დიდ­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში“ თავ­დამ­სხმე­ლის მიერ მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი ყვე­ლა პირი თა­ვი­სუ­ფა­ლია.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს დამ­ნა­შა­ვის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ, სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, ყვე­ლა მძე­ვა­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია და მათ სი­ცო­ცხლე­სა, ასე­ვე ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქა­ლაქ ზუგ­დიდ­ში, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი ბან­კის ფი­ლი­ალ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა, რომ­ლის დრო­საც დამ­ნა­შა­ვემ 43 მო­ქა­ლა­ქე აიყ­ვა­ნა მძევ­ლად.

პო­ლი­ცი­ის ძა­ლის­ხმე­ვით, რთუ­ლი და
ხან­გრძლი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მათი უდი­დე­სი ნა­წი­ლი ეტა­პობ­რი­ვად გა­თა­ვი­სუფ­ლდა, რომ­ლებ­საც სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი ავ­თან­დილ გალ­და­ვა ჩა­ე­ნაც­ვლა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ავ­თან­დილ გალ­და­ვამ და სამ­მა მძე­ვალ­მა, თავ­დამ­სხმელ­თან ერ­თად და­ტო­ვა ბან­კის შე­ნო­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის - ავ­თან­დილ გალ­და­ვას უშუ­ა­ლო ძა­ლის­ხმე­ვით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვის­გან ყვე­ლა მძე­ვა­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა, ამ­ჟა­მად მათ სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლე­ბენ ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს დამ­ნა­შა­ვის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ეტა­პობ­რი­ვად გა­ავ­რცე­ლებს”, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
290
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები