ვინ არის გოგონა, რომლის ნამღერ "შატილის ასულოს" 300 ათასზე მეტი ნახვა აქვს სოციალურ ქსელში
12 წლი მარიტა ხვედელიძე 3 წლიდან არა მხოლოდ მღერის, დიდ სცენაზეც დგას ამავე ასაკიდან. ბეჯითი, შრომისმოყვარე და ნიჭიერი გოგონაა და ახლა მორიგი გამოწვევს წინაშე დგას - გამარჯვებისთვის იბრძვის საზოგადოებრივ არხზე პროექტ "რანინაში", რომლის გამარჯვებულიც "ევროვიზიაზე" წარადგენს საქართველოს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ხალხურ ტურში იმღერა "შატილის ასულო", ანსამბლ "შავნაბადასთან" ერთად, რომელსაც 300 ათასზე მეტი ნახვა აქვს სოციალურ ქსელში, ათასობით მოწონება და გაზიარება. 
გადავწყვიტეთ, თავად მარიტასგან გაგვეგო, როგორია ამდენი წელი სცენაზე დგომა და როგორ უმკლავდება დაძაბულობას, რაც ნებისმიერ კონკურსს ახლავს.

- სიმღერა
დავიწყე 3 წლის ასაკიდან, თუმცა დედა მეუბნება, რომ ჯერ კიდევ 3 წლამდე შემამჩნია მუსიკალური სმენა და სამი წლის რომ გავხდი, პირველი ჩემი სიმღერა შევასრულე ნუგზარ კვაშალთან და ბესო კალანდაძესთან ერთად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. შემდეგ იყო სხვადასხვა სტუდია და ბოლოს დედამ გადაწყვიტა, რომ სერიოზულად მივდგომოდი ამ საკითხს. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ვოკალის ერთ-ერთ საუკეთესო პედაგოგთან, დოდო დიასამიძესთან მოვხვედრილიყავი, ამიტომ ჩავაბარე ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში და მოვხვდი დოდო დიასამიძესთან, ვოკალის ფაკულტეტზე. ჩემს თავზე აქტიურად ვმუშაობ, თითქმის არასდროს ვარ ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით და სულ ვცდილობ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. თუ რამეს მიზნად დავისახავ, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მივაღწიო.
თუმცა, რომ არა ოჯახის გვერდში დგომა, დედაჩემის თავდაუზოგავი
შრომა და ასევე ბიძაჩემის გვერდში დგომა, რომელიც ასევე ძალიან მაგარი მომღერალია - ტატო გოდერძიშვილი. სწორედ მისი სურვილით, მთელ საქართველოში მქონდა კონცერტების ტურნე და მომეცა საშუალება ცოცხლად სიმღერის, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა.
mshoblebi

- რატომ გადაწყვიტე კონკურსში მონაწილეობა - რა არის მთავარი მიზეზი, პროფესიული ზრდა, პოპულარობა თუ რაიმე სხვა კიდევ?

- არასდროს არ მიფიქრია კონკურსებზე. ამჯერდ კი რატომღაც ძალიან მომინდა და ბებოს თხოვნა იყო, რომ მეცადა. წავედი შესარჩევ ტურზე, არ ველოდი და ძალიან გამიხარდა, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ათეულში მოვხვდი უამრავი ბავშვიდან. მივხვდი, რომ იწყებოდა ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი.

- საკმაოდ რთული და დამღლელია საკონკუსრო ცხოვრება, განსაკუთრებით, ბავშვისთვის, როგორ ართმევ თავს ამ დატვირთვას, კონკურენციას, დაძაბულობას სცენაზე და რა გეხმერება განტვირთვაში?

- კი, ნამდვილად ძალიან შრომატევადია, დამღლელიც, მაგრამ იმდენად დიდი სიამოვნებაა იქ ყოველდღიური მუშაობა, უძლიერეს პედაგოგებთან, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მაგარ მუსიკოსებთან, ორკესტრებთან, ბენდებთან, რომ ვერც ვგრძნობ დაღლას. რაც შეეხება კონკურენციას, ერთს გეტყვით, ეს არის ყველაზე მაგარი რამ, რაც აქ შევიძინე - 9 საუკეთესო მეგობარი და ვერ აღვიქვამ საერთოდ მათ კონკურენტებად.
mshoblebi
ბიძასთან ერთად სცენაზე

- გამარჯვებაზე ალბათ გიფიქრია. რა განცდა იქნება, თუ საკუთარ ქვეყანას წარმოადგენ ევროვიზიაზე?

- რა თქმა უნდა, როდესაც კონკურსში ხვდები, ყველა ფიქრობს გამარჯვებაზე, რადგან ეს ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აქ მოხვედრილი ყველა ბავშვი გამარჯვებულია, რადგან მთავარი გამარჯვება ხალხის სიყვარულია და სწორედ ეს მივიღეთ.

- ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა შენს სიმღერას ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად. ელოდი ასეთ გამოხმაურებას? თუ გიმღერია აქამდე ხალხური სიმღერა და რა შეგრძნებაა, როცა ხალხურ სიმღერას, ხალხურ სამოსში გამოწყობილი მღერი?

- კი, ამ კონკურსს ნამდვილად აქვს ძალიან დადებითი ერთ-ერთი მხარე, რადგან საშუალება გეძლევა ყველა ჟანრში მოსინჯო თავი. მე ყველაზე მეტად ხალხურ ტურს ველოდი, გამოცდილება არ მქონდა ხალხური სიმღერის, ვიცი, რომ ყველაზე რთულია ხალხური სიმღერა და მომეცა საშუალება, რომ მემღერა.
ძალიან გამიმართლა, რომ ვიმუშავე ისეთ პედაგოგთან, როგორიც არის დათო ცინცაძე, დუეტში სიმღერა უძლიერეს მიშო ჯავახიშვილთან და ანსამბლ “შავნაბადასთან” ერთად. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებისგან, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნებიდან მომივიდა წერილები, რაც აისახა სოციალურ ქსელშიც რეიტინგით. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერა არის ძალიან ძველი და იცის მთელმა საქართველომ, ჩვენ მაყურებელს შევთავაზეთ ამ სიმღერის ახალი ვერსია, ძველი და ახალი ვარიანტის შერწყმა და გამოვიდა ძალიან უცხო და ლამაზი, მაყურებელმა ძალიან შეიყვარა.
mshoblebi

- მომავალში რა გეგმები გაქვს? აპირებ, რომ სიმღერას გაჰყვე?

- კი, ნამდვილად უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ ჩემი ერთ-ერთი პროფესია იყოს მომღერლობა. ამჟამად კლასიკის მიმართულებით მივდივარ. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, მიწვეული ვიყავი ჩეხეთში და საფრანგეთში, სადაც მომიწია ასევე მომიწია ასევე ცოცხალ ორკესტრთან სიმღერა. იქიდან მივიღე შემოთავაზება მუდმივი თანამშრომბლობის, რაც რა თქმა უნდა გაგრძელდება პანდემიის დამთავრებისთანავე. ასევე მაქვს შემოთავაზებები საქართველოში, რასაც ჯერ არ ვიტყვი და სიურპრიზად შემოვინახავ.
4375
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები