"საერთოდ არაფერი აწუხებდა, უცებ, რამდენიმე თვის წინ, ფეხი ასტკივდა..." - 7 წლის ნატალის ამბავი
ეს 7 წლის ნატალია ბლიაძეა, რომელიც უმძიმეს დიაგნოზს ებრძვის, ამჟამად ისრაელში იმყოფება და ურთულესი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. ერთადერთი, რაც ართობს და ამხნევებს, ტიკტოკზე დადებული ვიდეოებია, სადაც ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს. თუმცა რამდენიმე აკრიტიკებს კიდეც და უსიამოვნო კომენტარებსაც უწერს. ამ ვიდეოში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სწორედ ერთ-ერთ ასეთ კომენტარს პასუხობს, დიდსულოვნად და კეთილად. 

ნატალის შესახებ მისი დეიდა თამარ ალადაშვილი გვესაუბრა:

- ამ წლის მაისამდე საერთოდ არაფერი აწუხებდა, ჩვეულებრივი ბავშვი იყო, როგორც ყველა, ხანდახან თუ გაცივდებოდა მხოლოდ. მაისში კი უცებ თქვა, ფეხი
მტკივაო. დედამ მაშინვე მიიყვანა ექიმთან და პირველადი ვერსია იყო, რომ გლანდები ჰქონდა და ამას შეიძლებოდა გამოეწვია. თუმცა ძალიან მალე, ფეხი მოტყდა ასე, უეცრად, თავისით. როდესაც გააშუქეს, სწორედ მაშინ დაინახეს სიმსივნური წანაზარდი და დაისვა უმძიმესი დიაგნოზიც - ოსტეოსარკომა, სწრაფად პროგრესირებადი, აგრესიული ფორმის. პრაქტიკულად, აქ ვერანაირ დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებდნენ ექიმები. შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა, უცხოეთში წაეყვანა და ბევრი კეთილი ადამიანის დახმარებით, მათ შორის, საპატრიარქოს ჩარევით, გადააფრინეს ისრაელში. ამჟამად იერუსალიმში, ჰაგასას კლინიკაში გადის მკურნალობას.
mshoblebi

- ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა, როგორ არის ახლა და როგორი პროგნოზები აქვთ ექიმებს?

- დიახ, თავდაპირველად ძალიან ძლიერი ქიმიოთერაპიები ჩაუტარეს, საშინელი ტკივილები ჰქონდა ბავშვს. მხოლოდ ამ ქიმიოთერაპიის შემდეგ გადაწყვიტეს ოპერაციის გაკეთება.
ოპერაცია გაკეთდა და ამოუღეს სიმსივნური წანაზარდი,
რომელიც ამასობაში 8 სანტიმეტრიდან, 16 სანტიმეტრამდე იყო გაზრდილი. მუხლის ნახევარი შეუნარჩუნეს, ნახევარში კი დონორის ძვალი ჩასვეს დროებით, რომელიც შესაძლოა შესაცვლელი გახდეს მას შემდეგ, რაც ქიმიოთერაპიები დასრულდება, რადგან ქიმიოთერაპიებმა დიდი ალბოთობით შესაძლოა დონორის ძვალი დაასუსტოს და მუხლის საყრდენი ვერ დარჩეს.
დღეის მდგომარეობით, ნატალია გადის პოსტოპერაციულ მკურნალობას, რომელიც ზუსტად არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება, დაახლოებით ორი კვირაო, თუ ყველაფერი კარგად წავიდა. შემდგომ უკვე დაიწყებენ ქიმიოთერაპიის დაგეგმვას და გვეტყვიან, როდის დაიწყება ქიმიოთერაპიის ეტაპი. ველოდებით, რომ თვის ბოლოს დაიწყოს, მაგრამ არ ვიცით, რადგან ეს ნატალიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად გადალახავს ამ პოსტოპერაციულ პერიოდს.
mshoblebi
რაც შეეხება შემდგომი ქიმიოთერაპიის ხანგრძლივობას, შესაძლოა 2 ქიმიოთერაპია დასჭირდეს,ან მეტი. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ნატალიას კლინიკურ სურათზე დროთა განმავლობაში. ამასთან, დათესეს სიმსივნური წარმონაქმნი, მისი პასუხის შემდეგ კიდევ უფრო აშკარა სურათი იქნება, და შესაძლოა მიგვახვედროს, რამდენად შეიძლება სიმსივნე გავრცელდეს სხვა ორგანოებში. სიმსივნის გავრცელების საშიშროება სხვა ორგანოებში არის, მაგრამ ძალიან მცირე. 100-პროცენტიან გარანტიას, რა თქმა უნდა, ვერ იძლევიან, მაგრამ მაქსიმუმს აკეთებენ ექიმები, რომ არ გავრცელდეს.

- ეს ყველაფერი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული...

- რა თქმა უნდა და კეთილი ადამიანების დახმარების იმედი გვაქვს კვლავაც, რომლებიც სულ გვიდგანან გვერდში. უნდა ვთქვა, რომ ძალიან გვამხნევებენ ემიგრანტები და გვიწოდებენ დახმარების ხელს, მადლობა ყველას, თითოეულ ადამიანს.


ანგარიშები, როგორც საქართველოდან, ასევე, საზღვარგარეთიდან თანხების გადმორიცხვის მსურველთათვის.

TBC Bank
GE95TB7767645064300011
#GE95TB7767645064300011
მიმღები: თამარ ალადაშვილი ( დეიდა)
პ / ნ : 35001050765 თამარ ალადაშვილი

ლიბერთი ბანკი:
GE58LB0711173776535001
#GE58LB0711173776535001
მიმღები: თინათინ ალადაშვილი (დედა)
პ / ნ 35001059666 -თინათინ ალადაშვილი.

საქართველოს ბანკი:
GE19BG0000000101591575
#GE19BG0000000101591575
მიმღები: სალომე ბლიაძე
პ / ნ : 38001048885 სალომე ბლიაძე

19962
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ჯამრთელობა ნატალის.
1
ღმერთმა გიშველოთ! ცოდოა ასე პატარას, რომ სტანჯავს ავადმყოფობა, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი ჩათავდება კარგად და ნატალი გაივლის კიდევაც და ირბენს ისე, რომ ვერავინ დაეწევა!
16:25 / 25-10-2020
ania
0
უფალმა დააყენოს ფეხზე!!!!
07:10 / 24-10-2020
მსგავსი სიახლეები