მომღერალ სოფო ბედიას და მიშა მესხის ქორწინებიდან 7 წელი გავიდა. მას შემდეგ, რაც მიშა სოფოს მეუღლე გახდა, გვერდიდან არ მოშორებია, მის საქმეშიც აქტიურადაა ჩართული და ყველანაირად ხელს უწყობს მეუღლეს, რომ წარმატებული კარიერია ჰქონდეს. წყვილს საერთო შვილიც ჰყავს - ანდრია.. სოფოს ასევე ჰყავს ნიკუშა პირველი ქორწინებიდან.
ქორწინების 7 წლის თავს მომღერალი ფეისბუქ პოსტით ეხმაურება:
„7 წელია ერთად ვართ. საინტერესოდ გავიდა... თავისი ბედნიერებებით, სიხარულით, ხან სევდით და ტკივილით! იდეალური არავინააა! მინდა ისეთივენი დავრჩეთ, როგორიც ეხლა ვართ... ცოტა გიჟები (ნუ ვისთვის როგორ... “ბედნიერება წვრილმანებშია”, ოღონდ ამის დანახვა როცა შეგიძლია). აღარ ვწერ საჯაროდ ბევრს და არც თვალის ცემის მეშინია. მინდა, ძალიან ბევრი წელი ვიყოთ ბედნიერები! გილოცავ ბუც, მიყვარხარ“.
თეკლა ჟვანია