ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა. დაღუპულია შუა ხნის ქალბატონი მანანა დევდარიანი, მისი შვილი ნუკრი კოჩაძე და მცირეწლოვანი შვილიშვილი დათუნა კოჩაძე, ასევე ქალბატონის ძმა მერაბ დევდარიანი.
დაშავებულები არიან გარდაცვლილი მცირეწლოვნის დედა და და, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
გარდაცვლი მანანა დევდარიანი, ნუკრი კოჩაძე და დათუნა კოჩაძე სოფელ დიდველაში ცხოვრობდნენ, ხოლო მერაბ დევდარიანი სოფელ დიმიდან იყო. ავარია იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი დიდველადან დიმში მიდიოდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, გზიდან გადავიდა და სანიაღვრე არხში ჩავარდა.
დაღუპულების შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს მათი ოჯახის ახლობელი შაკო თავხელიძე. განაგრძეთ კითხვა