კორონავირუსით გარდაცვლილ 34 წლის თათია ხურციძეს მეგობრები ემშვიდობებიან.
„სად გაგვიფრინდი ჩემო დედოფალო? მიყვარხარ უსაზღვროდ, უსაზღვროდ, უკიდეგანოდ! მუდამ ერთად ვიქნებით!!!! გეფერები ჩემო მონატრებულო, ჩემო ერთგულო მეგობარო, ჩემო სიცოცხლით სავსე თათი, ჩემო სულო და გულო, ჩემო ჩემო ჩემო ყველაფერო!“.
„ბოლოს რომ ვნახე მითხრა, ცუდზე არც კი ვფიქრობო! ნინია ჰყავდა ჩახუტებული და ცუდზე როგორ იფიქრებს-მეთქი, გავიფიქრე. როგორ ეშინოდა ალბათ, ამ ვერაგი ვირუსის და მაინც ვერ დაუძვრა ხელიდან. მშვიდობით“.
„თათი, ჩემო სიცოცხლით სავსე გოგო, ჩემო ლამაზო, ასე როგორ გაგიშვათ, რომ არ მოგეფეროთ, შენ ხო სულ გვეფერებოდი და ყველას გვკითხულობდი. ჩვენ ასე სასტიკად როგორ დაგემშვიდობოთ. ხო იცი როგორ მიყვარხარ“, - წერენ სოციალურ ქსელში თათიას მეგობრები.
თათია ხურციძე კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა. გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა.