26 ოქტომბერს რუსთავში ახალგაზრდულ ანსამბლ "თუთარჩელას" სოლისტი, 21 წლის ნიკოლოზ მედოიძე კოვიდსასტუმროს დატოვების შემდეგ გარდაიცვალა.
სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის განცხადებით, ნიკა მედოიძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული იყო. მომღერალი 3 ოქტომბერს მოთავსდა საკარანტინე სივრცეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო. საკარანტინე პერიოდის გასვლის შემდეგ მას კოვიდინფექცია პი-სი-არ ტესტით დაუდგინდა, რის შემდეგაც მისი მეთვალყურეობა კოვიდსასტუმროში გაგრძელდა. პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, 25 ოქტომბერს ნიკა მედოიძე ჯანმრთელი გაეწერა კოვიდსასტუმროდან. ახალგაზრდის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის უეცარი გაჩერება
გახდა. თუმცა ჯერჯერობით სამედიცინო ექსპერტიზის ზუსტი პასუხი ცნობილი არ არის.
ანსამბლ "თუთარჩელას" ხელმძღვანელის - თამარ ბუაძის თქმით, ნიკას კოვიდინფექციით დაინფიცირებისას და კოვიდსასტუმროში ყოფნისას არანაირი გართულება არ ჰქონია.
თამარ ბუაძე: - ენით ვერ აღვწერ, რა შოკირებული ვართ ამ ამბის გამო. ანსამბლი ოჯახივით არის, წლების განმავლობაში ერთად ვართ. ნიკას დედა და უფროსი დაც ანსამბლის წევრები არიან... განაგრძეთ კითხვა