ცნობილი მილიონერი, რომელმაც ცეკვის სიყვარულით გაითქვა სახელი, 53 წლის ჯანლუკა ვაკი მამა გახდა - მისმა 25 წლის რჩეულმა შერონ ფონსეკამ ქალიშვილი გააჩინა.
გოგონა დაბადებას არ ჩქარობდა, ამიტომ წყვილმა სამშობიაროშიც მოასწრო ცეკვა და რასაკვირველია, ეს ვიდეოც პოპულარული გახდა.
საბოლოოდ გოგონა დაიბადა და მამა ძალიან გაახარა. "ის ჩვენთანაა... მე და შერონი ძალიან ბედნიერები ვართ - ჩვენი ქალიშვილი ბლიუ ჯერასულემა ვაკი დაიბადა. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელია. ჩვენ უკვე გვიყვარს ის მეტად, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე", - დაწერა ვაკიმ.
ეს კი ჯანლუკას ერთ-ერთი პირველი ვიდეო, რომლითაც პოპულარული გახდა.
ვინ არის მილიონერი „ფლეიბოი ბაბუა“, რომელმაც „ცხოვრება“ 50 წლის შემდეგ დაიწყო