სოციალურ ქსელებში დიდი ხანია მომღერალ ქეთა თოფურიას ორსულობას განიხილავენ. მართალია, ქეთა ამ ფაქტს უარყოფს, თუმცა მის თაყვანისმცემლებს ეს ეჭვი ვერაფრით გაუქარწყლა. ახლახან სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ფოტო, სადაც ქეთა პლაჟზე ეფიცხება მზეს და ამჯერად გაზრდილ მუცელს აღარაფერი უფარავს. როგორც ირკვევა, ქეთა თავის საქმროსთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ისვენებს. გამგზავრების წინ თვითმფრინავში გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.