3 წლის თათია გაბუშვილს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა. გოგონა ახლა იაშვილის კლინიკაშია და თურქეთში სამკურნალოდ რომ წაიყვანონ, 60 ათასი დოლარია საჭირო. ბავშვის დედა მაია კუკუნაშვილი შვილის დიაგნოზის შესახებ გვიყვება:
- ბავშვი ახლა იაშვილის კლინიკის ონკოგანყოფილებაში წევს. თურქეთში სამკურნალოდ რომ წავიყვანოთ, 60 ათასი დოლარი გვჭირდება, მაგრამ პირველ ეტაპზე 22 ათასი დოლარია საჭირო და შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეგვიძლია გადახდა. ექიმს ვესაუბრე თურქეთში, ძალიან დიდი იმედი მომცა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. თათიას დაბადებისას გულის პრობლემა ჰქონდა. სარქველი გაეხსნა, მაგრამ 2 წლის ასაკამდე არ დაეხურა. ფილტვი ჩაითრია, წყალი ჩაუდგა და ფილტვზე ოპერაცია აქვს გაკეთებული. 3 თვის წინ მეუღლე გარდამეცვალა. სახლიდან რამდენიმე მეტრში, ნასვამი და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა. ბავშვმა დიდი სტრესი გადაიტანა. ფსიქოლოგიც შედის პალატაში და ელაპარაკება იმიტომ, რომ დღემდე როდესაც თამაშობს, ხატავს ან კუბიკებით აწყობს რამეს, ყოველთვის მამამისს ელაპარაკება. 9 წლის ბიჭი მყავს კიდევ და 5 თვის წინ ორივეს გამოკვლევები ჩავუტარე, გლანდების ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა. არანაირი ცვლილება არ იყო სისხლში. კორონავირუსის გამო ოპერაცია გადაგვიდეს. მაგრამ, საავადმყოფოში 40 გრადუსი სიცხით მოვხვდით. კორონავირუსზე ტესტი უარყოფითი იყო და ორივე და-ძმა იაშვილის კლინიკაში, რესპირაციულ განყოფილებაში მოათავსეს. დავიწყეთ მკურნალობა. თათას ჩაწითლებები შევნიშნე ყელის, ყურისა და ტანის არეში, რაც ადრე არ მინახავს. ექიმსაც ვკითხე, რატომ ჰქონდა ბავშვს ეს სისხლჩაქცევები. ინტერნეტში მოვძებნე და ამ დიაგნოზსაც ახასიათებდა მსგავსი რამ. კინაღამ გავგიჟდი. 5 თვის ორსული ვარ. ექიმმა მითხრა, რომ მასაც ჰქონდა ეჭვი, თუმცა, ვიდრე დადასტურებულ პასუხს არ მიიღებდა, მანამდე ვერ მეტყოდა ვერაფერს. შემდეგ უკვე შემოვიდა მკურნალი ექიმი, ონკოგანყოფილებიდან და მითხრა, რომ შენს შვილს ლეიკემია აქვს და ერთი თვის ვადაში თუ არ დაიწყებ ქიმიას, მოგიკვდებაო. ბავშვს გენეტიკური ანალიზი გავუკეთეთ და გენეტიკაში არ აქვს ეს დაავადება. სავარაუდოდ, სტრესმა და, დიდი ალბათობით, მამის დაკარგვამ გამოიწვია იმიტომ, რომ სასახლესთან მიდიოდა, რომ ვერ წვდებოდა, სკამს იდგამდა, ეფერებოდა და კოცნიდა. როგორც კი 22 ათასი დოლარი მოგროვდება, მაშინვე წავიყვან. ხვალაც რომ მქონდეს შანსი, გადავიყვანდი. დღეს ქიმიები დაეწყება და თურქეთის ექიმიც ჩაერთვება პროცესში, რომ მათი პროტოკოლის მიხედვით წარიმართოს. ჩემ გამო ადამიანებს არაფერს ვთხოვდი და საჯაროდ აქამდე არავისთვის არაფერი მითხოვია. ყოველთვის სხვას ვუყოფდი ლუკმას, მაგრამ ახლა ძალიან მჭირდება ხალხის დახმარება.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ:
პირადი ნომერი: 59001126456
მიმღები: ანი მელიქიძე, ბავშვის ნათლია
საქართველოს ბანკი: GE97BG0000000150745600
თიბისი ბანკი: GE06TB7244145061100113
ლიბერთი ბანკი: GE94LB0711119228987000
საქველმოქმედო ზარის განხორციელება შესაძლებელია საქართველოდან ჯეოსელის,მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის ...დარეკეთ 0 901 700 177 ( ზარის ღირებულება 1 ლარი )