მათ უმრავლესობას მოწევა 4-5 წლის ასაკში აქვს დაწყებული და ახლა დღეში 2 კოლოფს ეწევიან მაშინ, როცა მწეველთა რიცხვი დასავლურ ქვეყნებში თანდათან იკლებს, სრულიად სხვა სიტუაციაა ინდონეზიაში, სადაც მამაკაცების 60% რეგულარულად ეწევა. როცა კანადელმა ფოტოგრაფმა მიშელ სიუმ გაიგონა ამის შესახებ, გადაწყვიტა, ერთგვარი ფოტოკვლევა ჩაეტარებინა. მაგრამ რაც იქ დახვდა, ამას ნამდვილად არ ელოდა. ინდონეზიაში ბავშვებიც კი ეწევიან, თანაც, პირველ სიგარეტს იქ უკვე 4 წლის ასაკის ბავშვი ეწევა. ეს პრობლემა საკმაოდ მძიმეა, რადგან მოწევა ამ ქვეყანაში კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დატვირთვას ატარებს. ყოველ 10 ნაბიჯზეა სიგარეტის რეკლამა. ინდონეზიის ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია თამბაქოს მრეწველობაზე, რომელიც ძალიან მომგებიანია.
ბევრი ინდონეზიელი სარჩო-საბადებელს თამბაქოს წარმოებით შოულობს და ადრეული ასაკიდან გარშემორტყმულია სიგარეტითა და თამბაქოს კვამლით. იქ არავითარი წესი და აკრძალვა არ არის ამ კუთხით, ამიტომაცაა, რომ იოლად შეიძლება დაინახო სკოლიდან მომავალი მწეველი მოწაფე. ზოგიერთი ბავშვი დღეში ორ კოლოფ სიგარეტს ეწევა.
ზოგიერთები დილას იწყებენ სიგარეტით და ამთავრებენ სიგარეტით, მათ უმრავლესობას მოწევა 4-5 წლის ასაკში აქვს დაწყებული. სკოლებთან მდებარე ჯიხურებში ბავშვებს მარტივად შეუძლიათ სიგარეტის ყიდვა (რომელიც ძალიან იაფია) და მოწევა. მათ არც კანონი უკრძალავთ ამას, არც უფროსები.
ასევე იხილეთ: რატომ დუმს მსოფლიო? - ავღანელი ბავშვები ჰეროინზე "სხედან"