"გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა" - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება ლაგოდეხში ინფიცირებული მამაკაცის გარდაცვალებაზე
"გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა" - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება ლაგოდეხში ინფიცირებული მამაკაცის გარდაცვალებაზე
ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ლა­გო­დეხ­ში 71 წლის კო­ვიდ­და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ დღეს ლა­გო­დეხ­ში მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ და ცალ­სა­ხად გან­ვმარ­ტოთ, რომ მა­მა­კა­ცი შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბას ლა­გო­დე­ხის „არ­ქი­მე­დეს კლი­ნი­კა­ში“ გა­დი­ო­და. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი კლი­ნი­კა გახ­ლავთ კო­ვიდ-19-ის სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვა­ში ჩარ­თუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

აქვე გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ 71 წლის მა­მა­კაცს, გარ­და კო­ვიდ-19-ისა, ასე­ვე ჰქონ­და გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა. ის კლი­ნი­კა­ში 23 ოქ­ტომ­ბერს მო­თავ­სდა, რის შემ­დე­გაც მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს
პა­ცი­ენ­ტის გა­და­სარ­ჩე­ნად, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, მა­მა­კა­ცი დღეს, 28 ოქ­ტომ­ბერს, გუ­ლის უე­ცა­რი გა­ჩე­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. კი­დევ ერთხელ ვი­ზი­ა­რებთ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას“, - ნათ­ქვა­მია ჯან­დაც­ვის უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ყველაზე უარესი სცენარი ის იქნება, რომ ვაქცინამ გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს..." - მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორის ექსკლუზიური ინტერვიუ

482
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები