"ეს ურთიერთობა არც ისეთი სერიოზული იყო, როგორც ბევრს ეგონა" - ბრედ პიტი 27 წლის შეყვარებულს დაშორდა
"ეს ურთიერთობა არც ისეთი სერიოზული იყო, როგორც ბევრს ეგონა" - ბრედ პიტი 27 წლის შეყვარებულს დაშორდა
ბრედ პიტი და მისი ახალგაზრდა შეყვარებული ნიკოლ პოტურალსკი ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ გამოცემა pagesix ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
56 წლის მსახიობი და 27 წლის გერმანელი ლამაზმანი პირველად აგვისტოში შენიშნეს ერთად, ამჯერად კი ყველაფერი დასრულებულიაო - ირწმუნება წყარო. მანამდე ყვითელ პრესაში დაიწერა, რომ ბრედ პიტის ახლობლები შეშფოთებულნი იყვნენ ნიკოლის ჭეშმარიტი ზრახვებით. მათი შეფასებით, პოტურალსკი ასაკში შესულ ბრედს უბრალოდ, იყენებდა და მისი ვარსკვლავური სახელით მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის მოწყობას ცდილობდა.
"ეს ურთიერთობა არც ისე სერიოზული იყო, როგორადაც ბევრმა აღიქვა და მალეც დამთავრდა" - აცხადებს
წყარო pagesix-თან საუბრისას.
ბრედი და ნიკოლი ერთმანეთს გერმანიაში, მოდურ რესტორან "ბორჰარდში" შეხვდნენ, რომელიც პოტურალსკის ქმარს, რონალდ მერის ეკუთვნოდა.
"პოტურალსკისა და მერის "თავისუფალი ქორწინება" აქვთ. ისინი ამ კვირაში ერთად დააფიქსირეს ბერლინში" - ამბობს წყარო. მისივე თქმით, მერი "ფილოსოფიურად" უდგება თავისი ახალგაზრდა ცოლის რომანს ცნობილ მსახიობთან, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელეს.
პოტურალსკი და მერი 7 წლის ბიჭუნას მშობლები არიან. ბრედს კი ჯერ ისევ დავა აქვს ანჯელინასთან როგორც ქონების, ასევე ბავშვებზე მეურვეობის გამო.
307
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები