ნახე, იყიდე, დაზოგე - ყოველკვირეული ფასდაკლებების კატალოგი მხოლოდ კვირის პალიტრის მკითხველისთვის
ნახე, იყიდე, დაზოგე - ყოველკვირეული ფასდაკლებების კატალოგი მხოლოდ კვირის პალიტრის მკითხველისთვის
2 ნოემბრიდან "კვირის პალიტრის" მკითხველს გაზეთის ფურცლებს შორის, მნიშვნელოვანი სიახლის შემცველი კატალოგიც შეხვდება. ეს იქნება კონკრეტული სახის პროდუქციაზე დაწესებული ფასდაკლებების კატალოგი. „კვირის პალიტრის" მკითხველს საშუალება ექნება ცნობილი ბრენდების მიერ შეთავაზებული ათეულობით პროდუქტი განსაკუთრებულ ფასად შეიძინოს.
საუკეთესო ფასების კატალოგები მსოფლიოში აპრობირებული და წარმატებული პრაქტიკაა, რომელსაც ყოველთვის ელიან და რომლითაც აქტიურად სარგებლობენ. მათზე სპეციალური შტრიხ-კოდებია დატანილი, რომლის საშუალებითაც ფასდაკლების გენერირება ხდება. გადავწყვიტეთ, ეს პრაქტიკა ჩვენთანაც დავნერგოთ მკითხველს ყოველკვირეულად სხვადასხვა კომპანიის მიერ შემოთავაზებული დიდი ფასდაკლებები შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, 2 ნოემბერს კვირის პალიტრის მკითხველი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „პეპელას“ კატალოგს მიიღებს.
mshoblebi
გუსა დედანაშვილი; მაღაზიათა ქსელ „პეპელას" მარკეტინგის მენეჯერი: „სიამოვნებით დავთანხმდვით პალიტრის წამოწყებას. პანდემიის პერიოდში, როდესაც მშობლები ცდილობენ შვილების კონტაქტები შეზღუდონ, ბავშვების უმრავლესობა გაჯეტებს მიეჯაჭვა. ეს კი - როგორც მედიცინის მუშაკები და ფსიქოლოგები ამბობენ - ყოვლად დაუშვებელია და იწვევს სხვადასხვაგვარ გართულებებს - მხედველობითს, ფსიქოლოგიურს... ამიტომ მშობლები ცდილობენ საინტერესო გასართობები მოიფიქრონ შვილებისთვის. ამ მიზნით, სათამაშოს შერჩევისას, რამდენიმე ნიუანსს აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას, ერთი რომ პროდუქტი იყოს ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან დამზადებული, არ შეიცავდეს ტყვიას და პატარების ჯანმრთელობისათვის საზიანო სხვა ელემენტებს და მეორე - ბავშვის ინტელექტის განვითარებას უწყობდეს ხელს.
პანდემიის შედეგად წარმოიქნილი ეკონომიკური სირთულეების ფონზე ყველა მშობელი ვერ აძლევს თავს უფლებას ხარისხიანი სათამაშოებით გაანებივრონ
შვილები. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ სათამაშოების ქსელ „პეპელას" ფასდაკლების კატალოგი მათ ძალიან დააინტერესებთ. კატალოგში განთავსებული სათამაშოები შეირჩა სხვადასხვა დანიშნულების და ასაკის მქონე ბავშვებისთვის, რომელიც მომხმარებელს შეუძლია პეპელას ნებისმიერ ფილიალში წარადგინოს და ისარგებლოს 40% ფასდაკლებით.
კატალოგში ნახავთ შემეცნებით/საგანმანათლებლო დანიშნულების სათამაშოებს, რომელიც ადრეულ ასაკში ეხმარება ბავშვს განვითარებაში. ფასდაკლების კატალოგში წარმოდგენილია მრავალფეროვანი და საინტერესო სათამაშოები, როგორც ჩვილისთვის, ასევე მოზარდებისთვის.
რაც ყველაზე მთავარია, სათამაშოების ქსელი „პეპელა“ აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტის ხარისხს და ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოებაზე".

73
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები