გამომცემლობა "პალიტრა L" 15 წლის იუბილეს უპრეცედენტო აქციით აღნიშნავს
გამომცემლობა "პალიტრა L" 15 წლის იუბილეს უპრეცედენტო აქციით აღნიშნავს
31 ოქტომბერს "პალიტრა L" 15 წლის ხდება. საიუბილეო თარიღს გამომცემლობა მკითხველთან ერთად აღნიშნავს და უპრეცედენტო აქციას იწყებს.
30 და 31 ოქტომბერს "ბიბლუსის" ყველა ფილიალში, ასევე, ვებგვერდზე (https://biblusi.ge/) გამომცემლობა "პალიტრა L-ის" ნებისმიერი პროდუქტის შეძენა 30%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.
15 წლის განმავლობაში "პალიტრა L" ქმნის ყველაზე მრავალფეროვან და ხელ-მისაწვდომ ლიტერატურას ყველა ასაკისა და ინტერესის მკითხველისათვის.
აქციის ფარგლებში, ფასდაკლება ვრცელდება ყველა სერიასა და წიგნზე. შესაბამისად, აქციით ნებისმიერი ჟანრისა და ინტერესის მკითხველი ისარგებლებს.
გარდა ამისა, უპრეცედენტო შეთავაზება მოქმედებს გამომცემლობის ცალკეული პროექტების აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge-სა
და "მაკულიტერატურის" მიმართულებით.
2019 წელს გამომცემლობამ შექმნა "აუდიოწიგნების" პლატფორ-მა gudabooks.ge და აპლიკაცია "გუდა", რომლის მეშვეობითაც, წიგნების მოსმენა შესაძლებელია ყველგან და ყოველთვის: ვარჯიშის, დასვენების, მგზავრობისა თუ სახლის დალაგების დროს.
30 და 31 ოქტომბერს gudabooks.ge-ს ყველა აუდიოწიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება 30%-იანი ფასდაკლებით.
იმისათვის, რომ აუდიოწიგნებს მოუსმინოთ, უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია "გუდა", დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე gudabooks.ge და აირჩიოთ სასურველი წიგნი, შეიძინოთ, რის შემდეგაც გამოგიჩნდებათ აპლიკაციაში.
სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი "მაკულიტერატუ-რა" გამომცემლობამ 2012 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, "პალიტრა L" თავის მკითხველს მაკულატურის ჩაბარების სანაცვლოდ, სრულიად ახალ წიგნებს სთავაზობს. პროექტის მიზანია, გარემოს დაცვა და ხეების გადარჩე-ნა, სანაცვლოდ კი განახლებული ბიბლიოთეკები წიგნის მოყვარულებისათ-ვის.
30 და 31 ოქტომბერს ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ, 30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება ნერგებზე.
მაგალითად, 10 ნერგის ღირებულების წიგნს, მომხმარებელი 7 ნერგად შეიძენს.

მაკულატურის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ პუნქტებში:
  • თბილისი: წერეთლის #116, დიდუბეს პლაზას ეზო;
  • ქუთაისი: ავეჯის კომბინატი, სულხან-საბას #2
  • რუსთავი: მე-16 მიკრო, მე-7 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, ენერგოპროს გვერდით.
"პალიტრა L" - 15-წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი.

92
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები