დღეს შედგა ჯგუფ A'Studio-ს კლიპის "სე ლია ვი" პრემიერა, რომელშიც ქეთა თოფურია ოფიციალურად წარდგა, როგორც ორსული. ბოლო დროს ხშირად განიხილავდნენ მის ორსულობას, თუმცა ქეთა არ ადასტურებდა. ამჯერად კი ყველამ დაინახა, რომ ის ნამდვილად ორსულადაა და მეორე შვილს ელოდება.
"ხშირად განიხილავდნენ, ორსულად ვიყავი თუ არა. კომენტარს არ ვაკეთებდი, რადგან მინდოდა, ეს მნიშვნელოვანი ამბავი ჩვენი ლამაზი ვიდეოთი შეეტყოთ. ასევე ორსულად ვიყავი ოლივიაზე, როცა გადავიღეთ კლიპი "აი ეს სიყვარული", რომელიც ჩემთვის სასიამოვნო ვიდეომოგონებად იქცა", - ამბობს ქეთი.
სიმღერის ერთ-ერთი ავტორი ქეთას ქართველი მეგობარი, მუსიკოსი გიგა კვენეტაძეა.